ამ წუთებში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას განიხილავს

ცოტა ხნის წინ პრემიერთან შეხვედრაზე იყვნენ მისულები ამერიკის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ელჩი.

ამ წუთებში კი პრემიერთან იკრიბება უკლებლივ ყველა მინისტრი, შეხვედრაზე მივიდა ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

როგორც ცნობილია, შეხვედრა შედგება კორონავირუსის საფრთხეებზე სასაუბროდ. “ალიასთვის” კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ამ წუთებში ხელისუფლება საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე მსჯელობს.

ვნახოთ, რა განცხადებები კეთდებოდა დღეს:

დღეს პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ მინისტრებს დაავალა, იმუშაონ ახალი შეზღუდვების პროექტებზე და დღის ბოლოს წარადგინონ – შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, ამბობდნენ მთელი დღის მანძილზე პრემიერის მრჩევლები, მინისტრები.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, შეზღუდვების გამკაცრება საჭიროა იმისათვის, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ევროპიდან ჩამოვიდნენ და კარანტინში იმყოფებიან.

დღის მანძილზე საუბარი იყო ასევე, საგანგებო მდგომარეობაზე – დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვდა, დროებით ყოფილიყო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, რათა ხელისუფლებას მოეხერხებინა პანიკის თავიდან აცილება ინფორმაციის მართვის გზით – კარგია, თუ საგანგებო მდგომარეობის სხვა საჭიროებას ვერ ხედავს ხელისუფლება და მხოლოდ მედიაა პრობლემა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კი ითხოვდა, საგანგებო მდგომარეობას მოჰყოლოდა ეკონომიკური, თუ ფინანსური პროექტები, რადგან სახლში დამჯდარ ხალხს არ შექმნოდა კომუნალურების გადახდის და საკვების ყიდვის პრობლემა.

პარალელურად, მთელი დღის მანძილზე, შალვა ნათელაშვილი ითხოვს კომუნალურების გაუქმებას და აანონსებს, რომ დღის ბოლოს შესაძლოა, გამოაცხადონ კიდეც ეს გადაწყვეტილება.

ის ფაქტი, რომ შეხვედრას ესწრება პრეზიდენტიც, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თითქმის ყველა დოკუმენტის ხელისმომწერი პირი იქნება – საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამ წუთებში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზეც მსჯელობს, მით უფრო, რომ პრემიერმა სულ ცოტა ხნის წინ გამართა მოლაპარაკება ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან, რომლებიც მას ნამდვილად ვერ გაუწევდნენ სამედიცინო კუთხით რეკომენდაციებს.

როგორც უკვე ითქვა, სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრები განცხადებებს გააკეთებენ.

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    წარმატებები მმართველ გუნდს

  2. ანონიმური

    კარგია რომ ყველა გეგმას განიხილავენ

  3. !!!პოლიხრონიააააა............

    ხალხო გაიგეთ ეს ვირუსი შექმნეს ორივემ ერთად და ამაში ორივე მოგებული დარჩა…მოკლეთ ფასდაცემული აქციები ჩინეთმა შეისყიდა და იხეირა ამითი და თან უკვე ეპიდემიას ფაქტიურად გაუმკლავდა …ხოლო ტრამპი რისთვისა მოსული ნახთ და მოუსმინეთ კარგათ აქ(ლეგენდა კაცია და მისი წიგნები რომ გამოდის პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტებს უდევს მაგიდაზე…რომის კლუბი დააშტერა და კუდამოძუებული გაუშვა…)… ეს რაც ხდება, შესავალია!მოუსმინეთ გაიგეთ რა ხდება რეალურათ,უკაცრავად გამოდით “პიშერიდაააან”… https://www.youtube.com/watch?v=cYA4Llfi-Cg&t=2245s …მოკლეთ 2021წელიდან გველოდება:ახალი სავალიუტო მსოფლიო(ბაზელი 3-ის მიხედვით–ციფრული ვალიუტა რომელიც გამყარებული იქნება ოქროთი),ახალი მსოფლიო წყობა და ახალი ენერგეტიკა. მოკლეთ ძალიან კარგათ გამოჩნდა ჩვენი ხელისუფლების,მედიის,ე,წ.ელიტის,ექსპერტების,მედიცინის(საქართველო პატარაა ფაქტიურად ყველა ყველას იცნობს და ამან იმუშავა ყველაზე მეტად70-80%,დანარჩენი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და საერთოდ მედიცინა რა დღეშია ცოტამ მაგრამ,ძალიან ბევრ მედიკოსებზე კარგათ ვიცით)…ასე რომ ყველაფერი მიდის 3000წლოვანი სოლომონის გეგმის მიხედვით…(გვიანია უკვე…99,999% აზრზე არაა რა ხდება ქვეყნიერებაზე!…) სულ მაქსიმუმ 10წელი დარჩა…ხოდა” გაუმარჯოს” ციფრულ კონცლაგერს5g,ტრანსგუმანიზმს,ანტიქრისტეს,ჩიპირებას და მერე უფლის მეორეთ მოსვლას…თქვენ კი აგრძელეთ ლომის და ვეფხვის არ იყოს…ტახტისთვის ჩხუბში,ზოგი ცხოველი რომ შემოაკვდებათ,ზოგი გაეცევათ…ორივენი კი ცარიელ ტყეში,მაინც რომ აგრძელებენ, არა მე ვარ მეფეო არა მეო…ასეა ეს…………..დაფიქრდით,იყავით ინტერესიანი(განათლება მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში და რაც მასიურათ არ იცის სხვამ, ეძიეთ ის “მიუწვდომელი” )მობრუნდით უფლისკენ და აკეთეთ თუნდაც დაუფასებელი სიკეთე…პატივისცემით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.