“ამ ძაღლსაც ბედი აღმოაჩნდა, ეტყობა” – რას ჰყვება პრეზიდენტის მეგობარი

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეკამერები ხშირად აფიქსირებენ თავის ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.

ბევრისთვის აქამდე უცნობ ისტორიას „პრაიმტაიმთან“, სალომე ზურაბიშვილის მეგობარი, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი იხსენებს:

„2 წლის „გომბორა“ პრეზიდენტმა გომბორის უღელტეხილზე იპოვა, ეს სახელიც ამიტომ დაარქვა. ძალიან პატარა ალბათ თვეების ლეკვი იქნებოდა, წამოიყვანა, მოუარა, დაბანა, მოაწესრიგა და გაიზარდა მშვენიერი ძალიან ჭკვიანი ძაღლი. გიჟდება ისე უყვარს თავისი პატრონი.

ეს მისი პირველი ძაღლი არ არის, ადრეც ჰყავდა ოთხფეხა ერთგული მეგობარი კოკერ სპანიელი სახელად „კენზო“.

„გომბორა“ ისეთი ერთგული ძაღლია, რომ პრეზიდენტი როცა სადმე მიდის ბავშვივით გააყოლებს ხოლმე თვალს, მერე უცებ იწყენს, ელოდება ერთგულად, როცა ბრუნდება გახარებული ეგებება.

ძალიან ხშირად ასეირნებს, ყოველ დილით, ხშირად კუს ტბაზეც დაჰყავს. სულ უნდოდა პრეზიდენტს ძაღლი და ამასაც ბედი აღმოაჩნდა ეტყობა. საერთოდ სალომე ზურაბიშვილს ადამიანებიც ძალიან უყვარს და ცხოველებიც“

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    ეს ჭუტალას დეიდა ბაასობს?

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ პრეზიდენტი და მაგის მომთრევი

    1. ანონიმური 1

      უდღეურო მეცოდებიიიი

  3. ანონიმური

    ძაღლზე უკეთესი ბედი სალოს აღმოაჩნდა!

  4. ანონიმური

    ჭუტალას დეიდა და გეგა კობახიძის დედა.ღმერთმა აცხონოს ლაზარე-ბიჭი.ის რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა,ჭუტალა კიდე ამაგრებს ამ რეჟიმს.მაშ ყველას კაცი უნდა ერქვას???

  5. ანონიმური

    კობა მიწაში უნდა იწვეს დავითაშვილი და ეს ცანცარა საქართველოს პრეზიდენტად მუშაობდეს?!
    ეეეჰ ბიძინა იმასვე გისურვებ რაც საქართველოს უქენი!

  6. ანონიმური

    ამ ძაღლს კი აღმოაჩნდა ბედი, მაგრამ საქართველომ რა დააშავა ღმერთო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.