“ამ პანიკის შედეგია ის, რომ დიალეზიანი ბავშვი, კოვიდის ცენტრში წაიყვანეს და არა იქ სადაც საჭირო იყო!”

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ეს ფოტო, კარგად ასახავს ყველაფერს.

შეშინებული ადამიანები, ადვილი სამართავები არიან!

როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ ასეთ დროს ხელი მოითბო და სესხად აღებული ფულები “ატკატებზე” გაუშვა?!

მე მესმის იმ ხალხის, ვისაც ეშინია, ხელისუფლებამ, მედიამ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის.

იგივე ხელისუფლება და ექიმები კი, არაფრისთვის აღმოჩნდნენ მზად, რასაც ვითომ გაიძახოდნენ!

ამ პანიკის და საერთო ემოციის შედეგია ის, რომ დიალეზიანი ბავშვი, კოვიდის ცენტრში წაიყვანეს და არა იქ სადაც საჭირო იყო!

ამიტომაა მნიშვნელოვანი სტატისტიკა და ფაქტებით საუბარი.

აქ ის ხალხიც მყავს, ვისაც ვირუსის ღამურისგან გავრცელების ვერსიაც სწამს და თვეების წინ კბილებით იცავდა!

ვირუსი არსებობს, მაგრამ პანიკა ვირუსზე უფრო დიდია, რომელიც არ იძლევა საშუალებას ცივი გონებით მართო მოვლენები.

პ.ს. რამდენჯერმე ძალიან უზრდელური მიმართვა ვნახე (არა პირადად ჩემს, ზოგადად) სადაც ასე მოუწოდებენ – დაეყარენით სახლშიო!

ხოდა, აი ჯერ იმ მთავრობის დედა მოვტ@ან მაგას რომ მომიწოდებს და შესაბამის პირობებს ვერ შემიქმნის და მერე, ვინც არ უნდა იყოს, ასეთ უზდელურ მოწოდებას რომ წავკითხავ სადმე, წავშლი და ნუ ეწყინება ნურავის.

პ.ს.ს. პირობას ვდებ, ამ წელს ეს ბოლო იწმაწურობა იყო, რაც ჩემს პოსტებში წაგიკითხავთ.”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    სრული სიმართლე

  2. კოტე

    კიდევ კარგი პირობას რომ დებ, მაგრამ ღალატს ადგილი ნუ ექნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.