“ამ ნაბიჯით კობახიძეს კალაძის მოშორება უნდოდა” – რის გაუქმებას აპირებდა კობახიძე?

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ოფიციალურად გაფორმდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ კი ირაკლი კობახიძე აირჩიეს, გუნდის შიგნით სიტუაცია  დაძაბულია, დეპუტატები თუ ზოგადად, პარტიული ჩინოვნიკები დაბნეულები არიან და არ იციან, ვის მხარეს დადგნენ. ამ ყველაფრის ფონზე, სტაბილურობის შეგრძნებას კალაძე და გახარია უფრო ტოვებენ, ვიდრე კობახიძე და შედეგად, ახლადგამომცხვარ თავმჯდომარეს გუნდის კეთების ყველაზე მცირე შანსი აქვს.

ცალკე თემაა დედაქალაქის მერი, რომელმაც პარტიულ ყრილობაზე ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამხელა ქალაქის მერი ვარ, პარტიისთვის ნაკლებად მეცალა და სწორია, კობახიძეს რომ ნიშნავენო. ამ ლოგიკით, ის არც გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო და აკი წყალიც შეუდგა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

„პარტიაში გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება კობახიძის იდეა იყო, აქაოდა, ევროპულ სტილზე უნდა მოვჭრათ პარტია, იქ კიდევ გენერალური მდივანი არ ჰყავთო. ეს იყო მიზეზი ამ თანამდებობის გაუქმებისა, სინამდვილეში კი, ამ ნაბიჯით კობახიძე კალაძეს იშორებდა. მართალია, დედაქალაქის მერი პოლიტ-საბჭოში დარჩებოდა, მაგრამ რიგით წევრად. საბოლოო ჯამში, ეს ამბავი არ გამოვიდა და არა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ივანიშვილმა უთხრა კობახიძეს, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედე, როგორც გინდა, ისე მოიქეციო და ირაკლიმაც ვერ გარისკა“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.

სამაგიეროდ, კალაძემ კარგად გაიგო, რისი გაკეთება სურდა კობახიძეს და ყველაფრისთვის მზად არის. ყველაფერში კი შიდაპარტიული ბრძოლა იგულისხმება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ყოფნის დროსაც მიდიოდა და ახლა უფრო გამწვავდება.

ანი დვალიშვილი, ალია

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    კალაძე აკენწლავს კობახიძეს და პოლიტიკური მოედნიდან ბურთივით მოისვრის მალე😏

    1. ანონიმური

      ამკენწლავი აქამდე აკენწლავდა. ცოტა ხანში პრემიერი გახდება კობახიძე, თალაკვაძე უზის პარლამენტის თავმჯდომარედ, მოადგილედ მდინარაძე და მიდი, ეჯიკავე მერე მაგათ,სრულად გააკონტროლებენ ხელისუფლებას. დავიჯერო, ისეთი დებილი ხარ, ვერ ხვდები, რომ ბიძინამ კობახიძის გუნდს დაუტოვა ხელისუფლება?

  2. ანონიმური

    ანონიმური 23:38, მაგენის დედა და მაგენის აკენწვლა დაკენწვლის და სუყველას დედები და მკვდარი და ცოცხალი…რას არ წერენ, რას არ უწყობენ ერთმანეთს და ჯერ არავის არ დასცდენია რომ, ეს ყველაფერი კეთთება ჩვენი უკვდავი დედასამშობლოს, ჩვენი საქართველოს, ქართველების საკეთდღეოდ და მეტი არაფრის გამო…მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ ასეთი რამე (დედასამშობლო, საქართველოდა ქართველები) საერთოდ არ სმენიათ და თუ სმენიათ ვერაფრით ვერ აუხსნიათ: ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი

    1. ანონიმური

      100%

  3. ანონიმური

    kaxa moishore es kululebiani kle

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.