“ამ თამაშში ჩართულია თურქეთიც და რუსეთიც”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს მხრიდან სწორი ნაბიჯია იმის შეთავაზება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები თბილისში გამართულიყო.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა არარეალისტურია.

„შეთავაზება რომ უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც და პრეზიდენტისგანაც, ეს სწორი ნაბიჯია. სამი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო რომ მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშო. სწორი ნაბიჯია მათგან შეთავაზება. შეთავაზებას რომ ვერ გამოეხმაურებოდნენ, ესეც რეალობაა იმიტომ, რომ შეთავაზების და მოლაპარაკების აქტორები არიან ამ საერთაშორისო კონტექსტში არამარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, რეალურად უფრო ფართოა არეალი ამ გეოპოლიტიკური თამაშის და მასში არიან თურქეთიც და რუსეთიც და მათი შეხვედრა საქართველოში, სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, უნდა გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები პრეზსიდენტსაც და პრემიერსაც“

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    kvelaze magari kaci margvel dzaan did pativsqcem gaixare aq bidzinas minetebisgan landzva camova da ar akve isini xo gandonebi arian

  2. ანონიმური

    აუფ თქვა რეჩი. სოლომონის 3000 წლოვანი გეგმა ის რა არის?. ეჰჰჰ

  3. ლია

    რა სირცხვილია, პრეზიდენტად რომ გვყავდი. შთამომავლობა უთუოდ მოგვთხოვს პასუხს ამაზე. სალომეც კი მთელი თავით მაღლა დგას.

  4. ანონიმური

    ამ “ბრძენი” ვითომ კაცის აზრები გასათვალისწინებელია აუცილებლად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.