„ამ დროს და ასეთ პირობებში, თქვენ გინდათ, ბიძინამ კონკრეტული დაპირებები მოგცეთ?!“

წინასაარჩევნოდქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსპარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ ქართველი საზოგადოება სახტად დატოვა და ისეთი სიტყვით გამოვიდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საბოლოოდ აცდენილია რეალობას და სხვა საქართველოში ცხოვრობს. “ალიასამ თემაზე ესაუბრება ეკონომისტი გიორგი გვენეტაძე:

–     ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამისგან განსხვავებით, უარი განაცხადა კონკრეტიკაზე და თუ მისი 8 წლის წინანდელი საარჩევნო პროგრამა იყო კონკრეტულად ორიენტირებული ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე, განათლებაზე, კულტურაზე და შრომის სფეროზე, ახლა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მან ყველაფერზე ზოგადად ილაპარაკა. ზოგი პოლიტიკურად გაუნათლებელი ადამიანი კი იძახის, ყველაფერი იგივე ისაუბრაო. თუ ასეა, აიღონ 2012 წლის საარჩევნო პროგრამა და შეადარონ კარგად და რა, ერთი და იგივე ილაპარაკა? არა! მან არა თუ ოთხწლიანი პერიოდი, არამედ რვაწლიანი პერიოდიც კი არ გამოიყენა იმ კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად. ამდენი წლის შემდეგ ისევ „ნაცებზე“ ლაპარაკობს. თურმე, მარტო დევი ჭანკოტაძის ბრალია, რომ რუსთაველის პროსპექტი დაინგრა და ეს მან ზარბაზნით დაანგრია. ჭანკოტაძეს თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ჭანკოტაძე მართავდა? არა! მთავარი დამნაშავე შევარდნაძის რეჟიმია. მან განახორციელა დეინდუსტრიალიზაცია და კულტურული კონტრრევოლუცია. სააკაშვილმა კი სცადა ნეოფაშისტური კორპორატივიზმის დამკვიდრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გამიჯნულიყვნენ კორპორატიული ნიშნით, ზოგი ბატონი იქნებოდა და ზოგი – მისი მსახური. ბიძინა ივანიშვილს რომ ამ ყველაფრის დაძლევა სდომებოდა, მაშინ დაიწყებდა ახალ ინდუსტრიალიზაციას. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის მიღწევების საფუძველზე. შეეცდებოდა, შემოეტანა მაღალი ტექნოლოგიები და განეხორციელებინა კულტურული რევოლუცია. ბოლო-ბოლო 2012 წლის დაპირებული საარჩევნო პროგრამა ხომ უნდა შეესრულებინა და ამ დროს, არაფერიც არ შეასრულა და დღესაც იტყუება. ახლა გაეშმაკდა და კონკრეტულ დაპირებებს არ იძლევა და რაღაც უაზრო თამაშის წესებს იყენებს. 1992-2012 წლებზე ლაპარაკობს. მაშინ ისიც თქვას, რომ 2003-ში საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდნახევარი იყო. 2012-ში – 7 მილიარდ 800 მილიონი და ახლა მის ხელში 18 მილიონზე მეტია საგარეო ვალი. ჰოდა, ამხელა ვალის მომსახურება რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს? აი, სიღატაკის ძირითადი წყარო. ასე რომ, მარტო შევარდნაძე და სააკაშვილი არ არიან დამნაშავეები ამ სიღატაკეში, რაც გვაქვს დღეს. მოსახლეობის 87% ღარიბ-ღატაკი და უპოვარია. ამ უნიათოებმა 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს სოციალური პარტნიორობის კომისიის რეალური ამუშავება. დარგობრივი, ტერიტორიული და სატარიფო შეთანხმებები. ვერ მოახერხეს გენერალური შეთანხმების დადება. ეს ხომ სოციალური ყალთაბანდობაა. 8 წლის განმავლობაში ეს არ გააკეთეს და აბა, რისთვის არსებობს სოციალური პარტნიორობის კომისია? „ქართული ოცნების” მთავრობის წევრები რომ დგანან და იტყუებიან, რა, 2015 წელს კვირიკაშვილმა არ ივალდებულა გაეროში 17 გლობალური მიზნის შესრულება, სიღატაკიდან დაწყებული და ბავშვთა და ქალის უფლებებით დამთავრებული? გავიდა წლები, შედეგი – რა, 5 წელი ასე, ტყუილებში დაკარგეს. გასცეს ახლა მთავრობამ პასუხი, მაგათ ისე მოსდით, ხრუშჩოვს რომ მოუვიდა. როცა ხუთწლიანი გეგმა ვერ შეასრულა, ადგა და 7 წლიან გეგმად გადააკეთა. ჰოდა, ამიტომ გაურბის ახლა ბიძინა ივანიშვილი კონკრეტიკას. და 2030 წელიც მოვა და თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ გამოაცხადებენ. 17 მიზნიდან ერთიც რომ არ შესრულდება და სიღარიბისა და სიღატაკის დაძლევა არ ხდება, ეს მოუშორებელი „ნაცები“ და „ქოცები“ თავისი სატელიტებით რა სინდისით უნდა იყვნენ ხელისუფლებაში უკუნითი უკუნისამდე? წურბელა რომ წოვს ადამიანს სისხლს, ისე რომ წოვენ საკუთარი ხალხის სისხლს. რომელი მიზნის შემსრულებლები არიან ესენი. დაპირებებსაც ვეღარ იძლევა. საქმე იმაშია, რომ ორი საუკუნის განმავლობაში შედიოდნენ პერიოდულად ქვეყნები კრიზისში და მერე გამოდიოდნენ ახლა 2008-ში რომ შევიდა კაპიტალიზმი კრიზისში, უკვე ვეღარ გამოდის ამ კრიზისიდან. ვეღარ აღიდგინა წინანდელი მდგომარეობა და წინ ვეღარ მიდის.

–     ბატონო გიორგი, პანდემიის გამო ხომ არა?

–     პანდემია არის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი. მთავარი „მადლობა” ნაც-ქოცებმა და მათმა სატელიტებმა უნდა უთხრან ტრანსნაციონალურ ფინანსურ სპეკულანტებს და ასევე იმათ, ვინც საომარი და საბრძოლო მოქმედებები გააჩაღა ყოფილი იუგოსლავიის და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. იმპერიალიზმის ცენტრებში ვერ იძლევიან დაპირებებს. ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები მხოლოდ ლანძღვა-გინება იყო და სხვა არაფერი. არცერთ მათგანს არა აქვს პასუხი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეურ საკითხებზე. როგორც ამერიკელი რესპუბლიკელები და ასევე ამერიკელი დემოკრატები, გადავარდნილები არიან წარსულში და წარმოდგენა არა აქვთ, წინ რა მომავალი ელოდებათ. ამ მომავალს ვერ აშენებენ. ასევე კრიზისია რუსეთში, რომელმაც არ იცის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორ დამთავრდება და ამ დროს და ასეთ პირობებში თქვენ გინდათ, ბიძინამ კონკრეტული დაპირებები მოგცეთ? მან თვითონ არ იცის, ხვალ რა ელოდება. შეიძლება, ისეთი დღეც დაუდგეს, გააკულაკონ და თოხით მოუწიოს სიმინდის ყანების მარგვლა. თუ ვინმეს ტრანსნაციონალური მაწანწალის – სააკაშვილის იმედი აქვს, ის მთლად წყალწაღებული ყოფილა.

–     აბა, ხსნა რაშია?

–     ხსნა ყოველთვის არის ახალი ეკონომიკური სისტემის შექმნაში. ახალი პოლიტიკური ინსტიტუტების, ახალი სოციალური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ პარლამენტის ახალი დეპუტატების დაკომპლექტებაში კი არ არის ხსნა, არამედ სიღრმისეულ ცვლილებებში. მარტო ზედნაშენი კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ – ბაზისიც. ასე რომ, ბიძინა, მიშა და მათი სატელიტები – ეს არის ანაქრონიზმი, რომელიც ხელს უშლის მონახოს უკვე გადაბრუნებული ურმის პირობებში ახალი გზა. ურემი გადაბრუნდა, მაგრამ ეს ოხრები ხალხს წინ ეღობებიან. გავიხსენოთ, ეროსი მანჯგალაძის სიტყვები: აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელიო, ნაცი, ქოცი, ევრონაცი, პატრიოტები, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, სანიკიძე – ეს არის მკვდარი პოლიტიკოსების ცოცხალი კედელი, რომელიც უბრალოდ ეღობება ხალხს, რომ წინ ვერ წავიდნენ. ურემი გადააბრუნეს, ურმის ნაწილი რუსულ იმპერიალიზმს გადააბარეს და ახლა კი სიმულანტობენ. ხან ვითომ ჩხუბობენ, ხან რიგდებიან. ამათ არც ზედნაშენში უნდათ რაიმე შეცვალონ და მით უფრო, ბაზისს თითსაც არ დააკარებენ. ასე რომ, დასკვნები უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა და იმოქმედოს. ვერ ხედავთ, პოლიტიკური მარაზმის რა სიღრმეში არიან ჩავარდნილები, რომ ბუბა კიკაბიძე წამოწიეს პირველ კანდიდატად. აი, ეს არის პოლიტიკური გადაგვარების ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ახლა ვიღაცა იტყვის, რეიგანიც მსახიობი იყოო. რეიგანი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ჯერ პროფკავშირების თავმჯდომარე იყო. რამდენი გაფიცვა მოაწყო რეიგანმა ამერიკაში, მაგრამ თავის ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დასამხობად იარაღი არასდროს აუღია. ის სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო. პირდაპირ სცენიდან კი არ დასვეს პრეზიდენტის სავარძელში?! ამიტომ ზოგად ფრაზებს კი არ უნდა გამოეკიდონ და თავიანთი ფანტაზიებით კი არ უნდა იმოქმედონ, რადგან მათ ფანტაზიებს ასრულება არ უწერია. კაპიტალიზმი სულ უფრო და უფრო შედის ღრმა კრიზისში. რა ქნას ბიძინა ივანიშვილმა? რა და, მე, დიდი ხნის ეკონომისტი, ვურჩევ, აიღოს თოხი. მისი მამა-პაპანი ყველანი გლეხები იყვნენ და დაუბრუნდეს მიწას, მშვენიერ ჭორვილას, რადგან არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. ის პოლიტიკოსი ვერ დადგა. იმავეს ვურჩევ შალიკოს და მის კამპანიას. თავადი იყო ალექსანდრე ყაზბეგი და ცხვარში წავიდა. მაგათ რაღა უჭირთ, ცხოვრების მცირე ნაწილი მაინც დაუთმონ ღირსეულ სტანდარტებს. ვერც ბიძინა და მთელი მისი ბურჟუაზილი “სასტავი” ვერ დაგეხმარებათ. პირბადე გაიკეთეო, გეტყვიან და იმ პირბადესაც შენ გაყიდინებენ. ამიტომ გეუბნებით, რომ შევცვალოთ როგორც ზედნაშენი, ასევე ბაზისი და ყველას გვეშველება.

ნანა სულავა, „ალია“ #36

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    ბიძია შენ ფულიანი ხარ?თუ არა,როგორ ბედავ ,ამდენ ფულიან ხიხოს მიმართულებებს რომ აძლევ?არ იცი,რომ საქართველოში ვისაც ფული აქვს,ყველა ჭკვიანი და ლამაზია?საქართველოში” ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა რომ სურს”?,და საქართველოში მოსახლეობის 80%ფეოდალიზმში რომაა ჩარჩენილი და პატრონ-ყმობას უკვე მერამდენე არჩევნებზე აწერს ხელს,იცი?ჰოდააა ჩემო თანამემამულევ,შეაყარე კედელს ცერცვი,რაც არ არის,არ არის!

  2. ანონიმური

    ეჰ,ერთი სამი წელი ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს,უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული მთავრობა რომელიც ყველაფერს შეცვლის საფუძვლიდან დაწყებული ზედნაშენით დამთავრებული,პირველ რიგში კანონებს.ამისთვის სათითაო კაცი უნდა ამოირჩეს ქვეყანაში მაგრამ ხალხს სძინავს,ხალხს კიდევ არ ესმის რომ ფსკერზე ვართ და ის პოლიტიკური სპექტრი რაც ჩანს ვერ გამოიყვანს ქვეყანას ამ ჩიხიდან.არ ვიცი რა,მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს რომ მიხვდნენ ბოლო გაჩერებაა ,ამის იქით ყველაფერს ვიწყებთ თავიდან.

  3. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    უმეტესად მართებული ანალიზია, მაგრამ,“რატომ იყო კოვიდამდე ბავშვი გონებაჩლუნგი?,იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია!”. ასეა ჩვენთან(30წელი!) ნებისმიერ პოლიტიკურსაზაგადოებრი სფეროში,დაწყებული სულ პირველებიდან , ქვემოთ….არა ინტერესი,არა ინფორმირებულობა, არა მომავლის ხედვები და განჭვრეტა…ე.წ.
    პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს რომ, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს არა მარტო ჰიბრიდული მესამე მსოფლიო ომი, არამედ ჰიბრიდულ-უხილავ ჭრილშია გადასული ყველანაირი ურთიერთობები, სახელმწიფოებსა თუ მათ გაერთიანებებში(ეუროკავშირი…),ხოლო მათი ზედაპირული ურთიერთობები და “კანონები” უმეტესად ფარსია…მოკლედ, ყველა გუშინდელი დოქტრინები, ხვალ ხუხულასავით ჩამოიშლება, ახალ გარდამავალ მ ე ე ქ ვ ს ე წყობის მსოფლიოში!!!… გამოფხიხლდით!, რიონს უკვე ჩაყვანილი ყავხართ, ფოთშიიი:), შავ ზღვაშიიი:))). პ.ს. საქართველოში,განსაკუთრებით “პოტილიკოსებში”, მაქსიმალურად ფართო ხედვის აზროვნების, ულტრა დეფიციტია!.ამიტომ ახალი მერწყულის პერიოდში, სამყარომ(შემოქმედმა) თუ დაინახა შენში რომ საჭირო არა ხარ,გაგანადგურებს!{Пo этому люди (ГРУЗИНЫ) больше не нужны !…все приехали, вы больше не нужны ! გერმან სტერლინგოვი 2012წ.}… შესავალი დაწყებულია; ამდენი
    ომის გარეშე, “მშვიდობიან” დროს სიკვდილიანობა(უბედური ,გახმაურებული…), განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რა(ის) არჩევნები გინდათ???, არჩევნები კი არა , მთელი “პოლიტიკური სპექტრი”, უნდა შეყარო ე.წ.გლადიატორების სტადიონზე, ერთმანეთს უნდა დააპირისპირო და რომ იტყვიან “ქეც დაუწყვეტიათ ერთმანეთი”….ასეა ეს ! პპ.ს. კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ამ ლეგენდა კაცს და აგიხსნით სულ 12 წუთში როგორია(იყო) მსოფლიო რეალობა!!! https://www.youtube.com/watch?v=yd2DOK6tXg4&list=PLWL80FddQnTmDrWsjVmrH7N4g0oKDC84i&index=2

  4. გამოფხიზლებისთვისაა!

    „ამ დროს და ასეთ პირობებში, თქვენ გინდათ, ბიძინამ კონკრეტული დაპირებები მოგცეთ ?!, კი არა, ჭეშმარიტებაა ის რაც დაგვიტოვეს ჩვენმა მესიაკონებმა ბიბლიის სახით და მისი გასაღები მიაბარა ქართველ ხალხს, ანბანის სახით!!!…კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ესაა ჩვენი უპირველესი საზრუნავი, მაგრამ ჯერჯერობით,მიგდებულია და დავიწყებულია ერის და ბერის მიერ –ლ ა ზ ა რ ე ს ა ვ ი თ !, 2000წელია!…წიგნიც დაბეჭდილია, რომლსაც ჰქვია, მ ე ო რ ე დ– მ ო ს ვ ლ ა(ს ა ი დ უ მ ლ ო –ს ა შ ი ნ ე ლ ი).რომელიც უკვე. … გ ა ყ ი ვ ა შ ი ა ! ) და რატომ?, არაა დრო მოსული?,არ უნდა აღსდგეს ლაზარე(ქართული ენა)–თუ არ გასულა 4დღე(4000წელი)?.
    პ.ს.! გამოსავლის ძიებაში, გენეტიკურად ქართველი ადამიანი მაინც აქამდე მივა!, იმიტომ რომ ჩვენი ხსნა ჩვენს ანბანში და ენაშია(რომელიც თვითონაა მამა ღმერთი…)”მე ვარ ანი და ჰოე,იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხადება1-8). “შინაგან და გარეგან, დაბეჭდილი ბეჭდითა შვიდითა”((წიგნში ორი ბეჭედი უკვე ახსნილია. მესამედან მეექვსეს ჩათვლით ე.წ. მესამე თვალი ეხსნება(ზუტად ჯერ არ ვიცით–რომელზე?)) ქართველს–რამხელა “იარაღია”. ” დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან”(ი.ზოსიმე)…ზუსტად ჩვენი ენა და ანბანია ჩვენი პატრონი(მამა ღმერთი), სხვა მხრივ კი უპატრონოები ვართ. პპ.ს. მასში იმხელა ცოდნაა ჩადებული კაცობრიობის გადასარჩენად!!! რომ, შემდგომში,ბიბლიის კველევებს, აუცილებლად დასჭირდება ყველა ტიპის მეცნიერი:მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, გენეტიკოსი…აქაა გრაალის თასიც, ე.წ სოლომონის პაქტის კიდობანი (кавчег Завета ტყუილა ეძებენ ახლაც, ჩვენთან ….მონასტრის ქვემოთ) და ა.შ…

  5. გამოფხიზლებისთვისაა!

    აი კიდევ დასტური იმისა რომ, როგორ ძინავს ბერს და ერს. ყურადღებით ნახეთ ამ ვიდეოს საწყისი, მხოლოდ ოთხი წუთი და იმედია მისახვედრს, მიხვდებით!. https://www.youtube.com/watch?v=sYf2qEfQ2g8&t=266s ერში და ბერში არსებობენ(ჩვენი ისტორიის მანძილზეც არსებობდნენ) პიროვნებების ჯგუფები რომლებმაც იციან რომ, ბიბლიის გასაღებები ქართველ ერს აბარია, მაგრამ რა იცვლება ამით?,ჯერჯერობით არაფერი!. განსაკუთრებით ბერის “გენეტიკაში” საუკუნეებია ძირითადათ მხოლოდ ხორციელი სწავლებაა “ჩაბეჭდილი”!. მაგრამ, ხვალ თუ არა ზეგ, მაინც მოუწევთ ზემოთ თქმულის აღიარება(ბიბლის გენეტიკურ კოდებში აღმოჩენილია მითითებულია ის თარიღებიც, როდესაც ლაზარეს აღდგინება(აღიარება) მოხდება მსოფლიოს მასშტაბით!!!) და მაშინ ხარ ზუსტად “ცოდვა” რომ, ამ უკვე შეუჩერებელი პროცესის, გააჟღერების მსოფლიოს გასაგონად; არც შემართებაა აქვთ, არც ძალა, არც ენერგია..მოკლედ არ უნდათ აუტკივარი თავი აიტკივონ!. მარტო ერთი ხელმოსაჭიდი მაგალითი ქართველო; ნახე, შეხედე, განსაკუთრებით ძველ აღქმას,დააკვირდი მესიაკონების სახელებს: ესაია,იერემია,აბდია,იონა,მიქა,ნაუმ,ანგია,ზაქარია…მინიმუმ 90% ქართული(მეგრულ-ლაზური)გვარ-სახელებია!…მერე ასე როგორ უნდა დაგიბნელდეს გონება და მხედველობა, რომ ეს ვერ შეამჩნიო???… მოკლედ ლაზარეს აღდგინება დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.