,,ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება” – გახარია

გიორგი გახარია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სახლში შეეგება, სოციალურ ქსელში შარშანდელ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.
დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!

ფოტო – 2019 წელი, აღდგომა, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

დარჩისახლში”

  •  
  •  

კომენტარი

  1. არისტოტელე

    ეჭვიც არ მეპარება, დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება!

  2. იპოლიტე

    გუშინდელმა ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენს ნიშნავს ბატონ გახარიას სიტყვა ხალხისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.