“ამიტომაც ჩატარდა ასე “ნაგლი” გაყალბებით არჩევნები – ყველაფერი მიდის დიქტატურისკენ”

რეჟისორი, “საადგილმამულო გაზეთის” დამფუძნებელი, გიჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“დემოკრატიას დედა აღარ ჰყავს,

არც ადრე ჰყავდა, მაგრამ უკვე დემოკრატობანას თამაშიც კი მოწყინდათ მსოფლიოს მამებს, თუ მამინაცვლებს.

წინა კვირაში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქციების ტალღამ გადაუარა გერმანიის ქალაქებს.

აქციები ამ შემთხვევაშიც რატომღაც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, როცა ადრე მხოლოდ ცრემლსადენი გაზითაც გადიოდნენ იოლად.

20 ნოემბრიდან კი გერმანიაში ძალაში შევიდა” ინფექციისგან დაცვის” კანონი, რომლის თანახმად იკრძალება ნებისმიერი მანიფესტაცია და შეკრება. ცხადდება კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. იკრძალება ღვთისმსახურება, იკეტება ეკლესიები, დაწესებულებები, საწარმოები, იზღუდება ტრანსპორტი. უფრო მეტიც, პოლიციას უფლება მიეცა ორდერის გარეშე, ეჭვის ნიადაგზე შევიდეს ნებისმიერ ბინაში, სადაც კანონით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ადამიანი შეიძლება იყოს თავმოყრილი. პოლიციას უფლება აქვს დააკავოს პიროვნება, თუ ჩათვლის, რომ მისი იზოლირება აუცილებელია. ტესტირებაც სავალდებულო გახდა. ჯანმრთელებისთვისაც კი.

რაც ხდება გერმანიაში, იგივე მოხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მსოფლიო ფინანსური წრეების ინტერესების გამტარებელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციების მიხედვით მოქმედებენ.

სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მილიარდამდე დოლარი სესხი უკვე გამოუყვეს ამ რეგულაციების შესასრულებლად, და რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოშიც.

სინამდვილეში თუ რისთვის გამოყვეს სესხი, და ახალი ვაქცინის გამოსაცდელად რა ექსპერიმენტებში მოუწევს მონაწილეობა ამ ქვეყნების მოსახლეობას და კერძოდ საქართველოს, ამის შესახებ საადგილმამულო გაზეთის მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ, ამჟამად კი ვიტყვით.

ფსონი ახლანდელ ხელისუფლებაზე დიდი ხანია დადებული ჰქონდათ იმ მსოფლიო ფინანსურ წრეებს, ვისზეც არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლა და ამიტომაც ჩატარდა ასე ნაგლი გაყალბებით არჩევნები, ჩამტარებლებისთვის მწვანე შუქი რომ ჰქონდათ ანთებული.

და პოლიტიკოსს, ვისაც ეს არ ესმოდა, და მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმას საერთოდ არაფერი ესაქმება პოლიტიკაში.

ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ 3 ნოემბრის პუბლიკაციაში. სამწუხაროდ მართლდება იქვე გამოთქმული ვარაუდიც, რომ ყველაფერი მიდის დიქტატურისკენ და მას რომ პანდემიის გაზვიადებული ფონით გააპრავებენ და რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ.

ისღა დაგვრჩა იმედად, რომ გამართლდება ჩვენი ის ვარაუდიც, რომ საზოგადოება შეძლებს და შეამზადებს სიტუაციას 2022 წლის ვადამდელი არჩევნებისთვის, როცა წამყვან როლს პოლიტიკურ პროცესებში სულ სხვა ძალები შეასრულებენ და არა დღევანდელი 30-წლიანი მარიონეტი პოლიტბიდლო, ერის გენოციდს რომ უწყობს ხელს.

დღეს არსებული პოლიტპარტიები, რა პლატფორმაზეც არ უნდა იდგნენ ისინი, საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტსივრციდან.

პოლიტპარტიების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ უნდა გამოირიცხოს, და სულაც არაა ეს ფანტასტიკის სფერო.

ეს შესაძლებელია და თუ როგორ, ამის შესახებაც დეტალურად ვისაუბრებთ გაზეთის მომდევნო ნომერში.

დრო ცოტა გვაქვს, უნდა მოვასწროთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა შევცვალოთ.

ვერ მოვახერხებთ და ეს მართლა საექსპერიმენტო ვირთხის როლისთვის გამზადებული ერი, რამოდენიმე წელიწადში უბრალოდ ფიზიკურად აღარ ვიარსებებთ.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    თუ ეს შესაძლებელია მაგას რა სჯობია.

  2. ანონიმური

    აბა ხუთკილოიანებს ჰკითხე,მაგათი აზრით,”დიდი მაგი “სამოთხეს აშენებს და მალე ყველას თითო ქარხანას აუშენებს.

  3. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    შენ ბაბუა ახლა მიხვდი მაგას, რომელსაც ჩვენ 4-5 წელია ვამბობთ!. კიდევ გავიმეორებთ… ….. ….. აბა რა ძალიან კარგია,ასე უნდა ამ ყანა, დაუნ ქართველებს როცა დამოუკიდებელი და მომავლის ხედვა რომ არ გექნება, ტვინის მაგიერ; ხაშლამებით,ხინკლებით, მწვადებით… თავი რომ გექნება გამოტენილი!… ძირს დამოუკიდებელი(დამოკიდებული კოლონია) საქართველო. თუ რუსეთი ვერ დაშალეს მაშინ, გაუმარჯოს რუსეთის გუბერნიათ გადაქცევას; თუ დაშალეს მაშინ გაუმარჯოს, დიდი ხაზარიის შემადგენლობაში გაერთიანებას ციფრულ კონცლაგერში გოებათ(მონებათ); ან საქართველოს გაქრობას(ასიმილაციას) და დიდი არმენიათ გადაქცევას… ასე იცის 30წელიანმა: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, პოლიციელობიას, ანალიტიკოსობიას,ექპერტობიას(ბაიდენმა გაიმარჯვაო…მდააა) ყაჩაღობიას, მღვდელობიას, ექიმობიას….”ბავშვურმა” თამაშებმა. ამიტომაც სულ ვართ ისე როგორც, ძაღლის ლეკვი წრეზე რომ დასდევს და კბენს თავის კუდს. “გლახაკს რათ უნდა ბოსტანი გადმოაბრუნე და მოსტ@ანი… მიხდიიი)))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.