ამირან გამყრელიძე – კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.