ამით ოპოზიცია “ოცნებას” კი არ ასუსტებს, აძლიერებს – ამიტომაა სიბრიყვე ამის მტკიცება – გია ხუხაშვილი

“ახლა საქართველოში ორი რამის შიში დადის – სიკვდილის, პანდემიის გამო და შიმშილის, ამ უმწვავესი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით”
პოლიტიკური ვითარება ჯერ ისევ გაურკვეველია. გიგა ბოკერია აცხადებს, გაზაფხულიდან გამოსვლებს ვიწყებთო, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ… როგორ განვითარდება პროცესები, ქუჩა თუ პარლამენტი? – ამ თემაზე “კვირის პალიტრასთან” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს:


ამ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, თუმცა, არსებობს ამის მიღწევის ორი გზა: პირველი – პოლიტიკური, როდესაც იყენებ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნასაც, რომ პოლიტიკური პროცესის შედეგად მიიღო რიგგარეშე არჩევნები და მეორე – საპროტესტო მოძრაობა, რომლითაც იმავე შედეგის მიღებას ცდილობ. ჩემთვის პირველი გზა უფრო მისაღებია, რადგან მეორე გზა არის მაღალი რისკის ზონა, სადაც პოლიტიკური ამოცანის შესრულების პარალელურად ზიანდება სახელმწიფო ინტერესი.

გარდა ამისა, ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ამ ტაქტიკის სისუსტე გახლავთ ის, რომ გაყალბებული არჩევნების გამო საზოგადოების კონსოლიდაცია ძალიან გაჭირდება. ეს შესაძლებელია არჩევნებიდან ერთი-ორი კვირის, ერთი თვის შემდეგ, მაგრამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მეეჭვება, გაყალბებული არჩევნების მიზეზით მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორება შესაძლებელი იყოს. კი ბატონო, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამან გარკვეულწილად უკვე დაკარგა აქტუალობა. ახლა ისევ აქტუალურია სოციალური პრობლემები, პანდემიასთან დაკავშირებული სიკვდილის შიში და ა.შ.

თუ ჩვენ პოლიტიკურ პროცესში სოციალური პრობლემების იმედი გვაქვს, მაშინ რა შუაშია გაყალბებული არჩევნები? პარლამენტში არ შეუძლიათ ამ სოციალურ პრობლემებზე მსჯელობა? გაყალბებულ არჩევნებს რომ თავი გავანებოთ, ამ სახელმწიფოებრივი პრობლემების ფონზე პარლამენტში უფრო ადვილი და ეფექტიანი იქნებოდა მათი ბრძოლა და უფრო სწრაფად მივიღებდით რიგგარეშე არჩევნებსაც, რადგან ოპოზიციის 40%-ს – კონსოლიდირებულს, პოლიტიკურად გამობრძმედილს, ადვილად შეუძლია 60%-იანი რუხი მასის პარალიზება. “რუხ მასას” შეურაცხმყოფელად არ ვამბობ, უბრალოდ, ეს ხალხი პოლიტიკურად გამოუცდელია. როგორც გაყალბებული არჩევნების თემა, ასევე სხვა პრობლემები თუ პარლამენტში წამოიჭრებოდა, ვფიქრობ, ან პარლამენტშივე შეიცვლებოდა ძალთა განაწილება, ან, თუ არ შეიცვლებოდა, გაზაფხულიდან მართლაც შეიძლებოდა პარლამენტიდან ქუჩაში გასვლა, მანამდე კი საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება.

მით უმეტეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე გადაიხადა პოლიტიკური ფასი და, ვფიქრობ, უფრო მაღალი, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა.

ეს ფასი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა, რაც აბსოლუტურად ცვლის პოლიტიკურ მოზაიკას და, შეიძლება ითქვას, ოპოზიციის შანსს აათმაგებს, ოპოზიცია კი ამას არ იყენებს, პირიქით, ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ისევ არის აქ – ყველაში და ყველგან… რაში სჭირდებათ ეს?! ამით “ქართულ ოცნებას” კი არ ასუსტებენ, აძლიერებენ. მათ, პირიქით, ასე ვთქვათ, უნდა გაუფორმონ წასვლა ბიძინა ივანიშვილს და თქვან: “კი, ბატონო, წავიდა ბიძინა ივანიშვილი? დატოვა კობახიძე? ძალიან კარგი!” და მერე ხალხს ჰკითხონ: “გინდათ კობახიძის ქვეყანაში ცხოვრება?” ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ვიღაცას მოსწონდა ან არ მოსწონდა, მაგრამ მას თვლიდნენ ძალის ცენტრად და სტაბილურობის გარანტად, თუ ეს კაცი წავიდა, ვფიქრობ, კობახიძის ქვეყანაში თითქმის არავის მოუნდება ცხოვრება, რადგან მისი ნეგატიური რეიტინგი სამჯერ აჭარბებს მის პოზიტიურ რეიტინგს. აი, ამიტომ პოლიტტექნოლოგიური სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა. შეიძლება ვიღაცას არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ მაინც მყუდროდ გრძნობდა თავს, რადგან მასში ძალას ხედავდა. კობახიძეში ხომ ძალასაც ვერ ხედავენ?! აი, ამაზეა საჭირო აპელირება და ეს უნდა მოხდეს პარლამენტში!

პროცესის ქუჩაში გატანით საბოლოოდ მაინც მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ – ძალიან ბუნდოვანი მომავლით. ახლა საქართველოში ორი რამის შიში დადის – სიკვდილის, პანდემიის გამო და შიმშილის, ამ უმწვავესი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით. ამ დროს ამას გვირგვინად რომ მოერგება პოლიტიკური რყევები, ქუჩისა და ხელისუფლების დაპირისპირება, კი ბატონო, შეიძლება ქუჩამ, ბოლოს და ბოლოს, გაიმარჯვოს, მაგრამ ეს ხომ პიროსის გამარჯვება იქნება, რადგან ამ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო უფრო დაზიანდება და მეტ ზარალს ნახავს! 

თუ ხელისუფლების პარალიზება მოხდა და თუნდაც ცოტა ხნით გაჩნდა ვაკუუმი, ეს რას გამოიწვევს? უპირველესად, პანდემიის უარესად მართვას – მეტი ადამიანი დაიღუპება და, ცხადია, სოციალური მდგომარეობის გაუარესებასაც. რატომ უნდა ავირჩიოთ ეს გზა, როცა შეიძლება პროცესის უფრო ცივილიზებულად წარმართვა და იმავე შედეგის მიღება?! მე კატეგორიულად არ ვიაზრებ აზრს, რომ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია ხელისუფლებას რაღაცას უფორმებს, ლეგიტიმაციას აძლევს და ა.შ.
არჩევნების შედეგები შეიძლება არ აღიარო, მაგრამ აღიარო რეალური ვითარება, შეხვიდე პარლამენტში, შექმნა საგამოძიებო კომისია, შეისწავლო არჩევნების ყველა გარემოება და გამოაქვეყნო საბრალდებო დასკვნა, მის საფუძველზე კი მოითხოვო რიგგარეშე არჩევნები. ამას წამოეწევა სოციალური თუ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც და მერე გამოიყენონ ეს! რატომ უნდა დაკარგონ საპარლამენტო ინსტრუმენტი, არ მესმის!

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    Gia kacurad getyvi shen xom ici ivanishvilma ramxela boroteba moashora qveyanas

  2. ანონიმური

    ბოროტო, გამყიდველო ხუხაშვილო. ვერ ეღირსები ქართული ოცნების მარცხს. კობახიძეზე ძლიერი პოლიტიკოსი არც ყოფილა და არც არის ჯერჯერობით ვინმე. ივანიშვილმა ჯერ კიდე ადრე თქვა, მე შევქმნი ძლიერ გუნდს და წავალ პოლიტიკიდანო.შექმნა და წავიდა. გასკდით ნაც ნაძირლებო, მოგეღებათ ბოლო.

  3. ანონიმური

    Ვაი შენს პატრონს მოიცა მალე ჩამოგივლის უსამართლობის მატარებელი და მერე ვნახავ როგორ იჭიკჭიკებთ ამ ვითომ მთავრობაზე.

  4. zortilo nrel

    Those are yours alright! . We at least need to get these people stealing images to start blogging! They probably just did a image search and grabbed them. They look good though!

  5. this link

    Of course, what a fantastic website and instructive posts, I surely will bookmark your blog.Best Regards!

  6. Biquíni da moda

    Hey would you mind sharing which blog platform you’re working with? I’m looking to start my own blog soon but I’m having a difficult time choosing between BlogEngine/Wordpress/B2evolution and Drupal. The reason I ask is because your design and style seems different then most blogs and I’m looking for something unique. P.S Sorry for being off-topic but I had to ask!

  7. Ilha Grande

    What i do not understood is actually how you are now not really a lot more well-favored than you may be now. You’re very intelligent. You understand thus significantly in the case of this subject, made me in my opinion believe it from numerous numerous angles. Its like women and men are not involved until it’s one thing to do with Girl gaga! Your personal stuffs excellent. Always handle it up!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.