ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ მოდერნას 570 ვაქცინა განზრახ დააზიანა

ამერიკელმა ფარმაცევტმა აღიარა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ დააზიანა, რადგან მიიჩნევდა, რომ ისინი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ინციდენტი დეკემბერში უისკონსინის შტატში მოხდა. 46 წლის სტივენ ბრანდენბურგს ბრალად ედებოდა კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 570-ი დოზის შენახვის პირობების დარღვევა.

ფარმაცევტმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ის არაერთი კონსპირაციული თეორიის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფარმაცევტმა „მოდერნას“ ვაქცინები მაცივრიდან განზრახ ამოიღო. როგორც დადგინდა დაზიანებული ვაქცინით 57 პირი აცრეს.

„ბიბისის“ ცნობით, დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას და 250 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

  •  
  •  

One Comment

  1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    რატომ თვითონ ბილ გეიტსი არ დააზიანაა!!!. მოდერნა, ფაიზერი, მონსანტო(გმო სასუქები,მცენარეები, ტყეები…)…და ყველა შხამქიმიკატების მწარმოებელის უდიდესი მოწილეა!.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.