ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ – კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    😪😪gmerto ra sacodaobaa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.