ამაში ღმერთის დახმარება გვჭირდება, სხვა მიმართულებით მივდივართ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შესაძლოა გვერდითი მოვლენები ახლდეს თან, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს:

“ჩვენ არ ვართ მეასეხარისხოვნები, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდეს მხოლოდ ხარისხიანი ვაქცინა, ვაქცინა, რომელზეც ჩვენ გვექნება მყარი გარანტიები. რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია, მაგრამ მე მინდა აქვე დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს გარკვეული გვერდითი მოვლენების, რომლებიც დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია. ეს გვერდითი მოვლენები არ ყოფილა დრამატული. გვერდითი მოვლენები ახლავს როგორც ამ ვაქცინას, ასევე ნებისმიერ სხვა გამოცდილ პრეპარატს. ამას გარკვეული დაკვირვება სჭირდება, ჩვენ პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ვემზადებით, ყველა იმ ფაქტისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც ახლა სხვა ქვეყნები აგროვებენ, რომ საქართველოში მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა რისკი.

წამყვანის კითხვაზე რაში უნდა დაგვეხმაროს ღმერთი 21 საუკუნეში, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ადამიანებს ყოველივე ნეგატიურისა და დესტრუქციულისადმი აქვთ მოთხოვნა და ამის შესაცვლელად ღმერთის დახმარებაა საჭირო, რადგან 21-ე საუკუნეში ადამიანებმა ემპათია სრულიად დაკარგეს.

“მე მგონია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანმა დაკარგა სრულიად ემპათია, ჩვენ დავკარგეთ გარკვეული კომუნიკაციების უნარები და რასაც ვაკვირდები სულ უფრო და უფრო იზრდება საზოგადოებაში დესტრუქციულობის მოთხოვნა. ნეგატივი გახდა ბევრად უფრო მოთხოვნადი. და რომ დავუბრუნდეთ იმ ადამიანურ საწყისებს, რისთვისაც ადამიანი გაჩნდა, ალბათ, ბევრი კითხვა უნდა დავსვათ ამ მიმართლებით, უფრო სასარგებლო იქნება, ვთვლი, რომ ამაში დახმარება ალბათ გვესაჭიროება, ისე დამოუკიდებლად ვერ გავიკვლიეთ ეს გზა. სხვა მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია”.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    Kochag

  2. ანონიმური

    ასე გიქნიათ საბოლოოდ დედა ბუდიანად მოგითხრიად საქართველო. ეს “ქვეყანა” ქართველებისთვის უკვე ისედაც აღარაა. გადაწყვეტილია მაგ საკითხი მინ 10 წელია

  3. დევკალიონი

    რა კითხვა დაუსვია იმ ჟურნალისტიკას?! აფერუმ ეკატერინე თქვენს ქალობას!

  4. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

    პომპეოს განაცხადი, სატელეფონო 5g (ადამიანზე მიკროტალღური ღუმელივით მოქმედებს ) სისტემასთან დაკავშირებით, საქართველო ამერიკის თანამშრომლობის შესახებ და დიდი “ვაქცინაციის” დასაწყისი. !!! ყურადღება 5G ანტენები + ნანოჩიპიანი ვაქცინები??????????????????????????????????????. აღარ გამოდიხარ გამოქვაბულიდან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! Гейтс-самый крупный владелец сельхозугодий США,Модерна,субстанция,ГМО и евгеника https://www.youtube.com/watch?v=6LpLG_RG7i0&feature=push-u-sub&attr_tag=vZxcpA_U4MmNtaFz%3A6

  5. ანონიმური

    მადლობა თვქენ თავდაუზოგავი შრომისთვის

  6. ანონიმური

    იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი

    1. ანტიტროლი

      მადლობა თვქენ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმედია მალე გადაივლის ეს ვერაგი ვირუსი— რამდენს გიხდიან?, რომ არ დაიღალე ტროლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.