“აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს!” – ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრი სცემეს

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს სცემეს. ფოტოები ქართველიშვილმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში წარწერით: “აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს”.

ამ ეტაპზე ქართველიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დამატებითი ინფორმაცია მას ფეისბუქზე არ გამოუქვეყნებია და კითხვებზე, რა მოხდა მხოლოდ ეს უპასუხა: “ოპოზიცია არ ევასებათ”

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველიშვილს თავს დაესხნენ:

“აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს მის მოქალაქეებზე, დაკავებულია ამ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

  2. ანონიმური

    მერე რაა! ეგ ხომ ვალერი გელაშვილი არაა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.