“აიღე კბილის ჩხირი და დახვრიტე ეგ ნაბო@ვარი ნივთი, აფერი შეეტყობა”

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“71 ავტობუსში კონდუქტორი ეუბნება ტიპს:

პირბადე გაიკეთეთ!

ხო მიკეთია.

ეგრე აზრი არ აქვს, ცხვირიც დაიფარეთ!

აჰა, კაი


ცოტა ხანში კონდუქტორი ისევ მიადგა იმ ტიპს:

პირბადე ცხვირზე აიწიეთ!
ტიპს ხმა არ ამოუღია და აიწია პირბადე, მაგრამ ვერაა ქერქში, მკვდრის ფერი ადევს. მერე კონდუქტორს დაემალა და ისევ ჩამოიწია, გაუსწორდა, ფერზე მოვიდა.
კონდუქტორი არ ეშვება:

პირბადე სწორად გაიკეთეთ-მეთქი!

თორემ აგერ კამერები გიყურებს და აგვკიდებენ ორივეს ჯარიმას!

არ მიჩერდება ცხვირზე ეს დედანატირები, სრიალებს! – გამოსავალი მონახა ტიპმა.

ცხვირი გაქვს თუ გუდაურის ტრასა? – ეკითხება კონდუქტორი.


აქ კი ნერვებზე აითხარა ტიპი, ერთი გემოზე შეაგინა კონდუქტორს, პირბადე მოიგლიჯა და ღია კარში გავარდა.
ხოდა თუ ვინიცობაა ეს პოსტი იმ ტიპს შემოხვდა სადმე – აგერ შენ საჩუქრად ლუკრეციოს მიერ კარგად გატესტილი ნოუჰაუ, ძმაოჩემო: აიღე კბილის ჩხირი და შეუმჩნევლად დახვრიტე ეგ ნაბო@ვარი ნივთი, პირბადეი – აფერი შეეტყობა და სუნთქვაც გაგიიოლდება, მე ვიყო ჟაკ ივ კუსტო.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. აქეთ გვამადლიან, 20 ლარზე დასმას ეს ახვრები

    დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან

    შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი – შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
    მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით დახურულ სივრცეში პირბადის უქონლობის გამო მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან.
    “„ქართული ოცნების“ გუნდში ვიმსჯელეთ და გუნდის უმრავლესობის განწყობა იყო, რომ ეს 50 ლარი შეგვემცირებინა. შესაბამისად, დღეს კომიტეტზე შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი საჯარო თავშეყრის ადგილში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაარღვევს პირბადის ტარების წესს. ასევე 20 ლარით იქნება გათვალისწინებული პასუხისგება თუკი ტაქსით გადაადგილების დროს მძღოლი ან მგზავრი დაარღვევს ამ წესს.

    რაც შეეხება იურიდიული პირებს, თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევენ, რომ არ მოხდეს საჯარო თავშეყრის (დახურულ )ადგილებში მათ მიერ ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. რჩება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროები ასევე, როცა კარანტინის წესს უნდა დაემორჩილოს ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის, უნდა მოხდეს კარანტინის წესების სრული დაცვა, იურიდიული პირების მიერ უნდა მოხდეს ასევე შესაბამისი წესების დაცვა, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების უსაფრთხოება. თუკი ეს არ იქნება დაცული, ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ მძიმე ტიპის დარღვევებს, აქ უკვე დაიწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

  2. Hempioni

    Ar unda ikos jarima. Ar m. T.

  3. ბარნაბა ხონელიძე

    მართალია ეს ბოროტები ხალხს მომაკვდინებელი ჰიპოქსიისთვის სწირავენ!:(

  4. ბესო

    იმ ავტობუსში სხვა ადამიანებიც არიან და არ უნდათ რომ ამ მძიმე სენით დაავადნენ და პატიოსნათ ასრულებენ რეკომენდაციებს რაც აუცილებელია და თუ ვინმეს არ შეუძლია ან არ კადრულობს პირბადის ტარებას სახლში დაეგდეთ მე თქვენ დედას შევეცი და მართლა ლობიოს ამოურიეთ

  5. ანონიმური

    ერთადერთი მძიმე სენი ამ ქვეყანაში იდიოტიზმია, ასე რომ ნუ აპრავებთ რა ამ კრეტინების იდიოტურ კანონებს და ხალხის იდიოტურ მორჩილებას გინებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.