აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაასახელა

აზერბაიჯანი მზადაა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სომხური მხარე შეწყვეტს ცეცხლს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგული Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ დღესვე შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები. ამის შესახებ მე 10 ოქტომბერს მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკების დროსაც ვთქვი. საჭიროა მხოლოდ ის, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი, შემდეგ კი საქმეში დიპლომატები უნდა ჩაერთვნენ. რაც მთავარია, სომხეთმა უნდა აღიაროს კონფლიქტის მოგვარების პრინციპი, რომელიც განსაზღვრულია ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ. ჩვენ ეს პრინციპი ვაღიარეთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.