ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მთავრობის მიერ დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით საელჩო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს.

„ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, მთავრობის მიერ დედაქალაქში გამოცხადდა „საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency). საქართველოს საელჩო ქ. კანბერაში განაგრძობს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მჭიდრო კონტაქტშია ავსტრალიის ხელისუფლებასთან. საჭიროების შემთხვევაში, ავსტრალიურ მხარესთან კოორდინაციაში, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას სულ ცოტა 33 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 11 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.