ავარია თბილისში “კომენდანტის საათის” დროს

“ალიას” ინფორმაციით, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა.

ცარიელ ქუჩაზე მომავალი მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, რამდენიმე მანქანას შეეჯახა.

ადგილზე ზუსტად 2 წუთში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

მძღოლი დახმარების გარეშე გადმოვიდა ავტომანქანიდან და ამ წუთებში მას ექიმები სინჯავენ.

მძღოლი “იანდექსის” ტაქსის მანქანას მართავდა.

როგორ მოახერხა მან ქალაქის ცენტრალურ უბანში გადაადგილება ისე, რომ ავარიამდე იგი საპატრულო პოლიციამ ვერ შენიშნა – “ალიასთვის” ეს ფაქტი უცნობია!

  •  
  •  

2 Comments

  1. ეკო

    ალია, შეგიძლია გარეთ იმოძრაოთ 10 საათის მერე? დამიჯერეთ უამრავი რაოდენობის მანქანა დადის ქუჩაში და ვერ ვხვდები, ვისთვისაა კომენდანტის საათი დაწესებული. გუშინ წინ რომ წვიმდა, ღამის 4 ის ნახევარზე გამეღვიძა, ზუსტად ასეთი პატარა ორი მანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა ქუჩაში და მოხვევა რომ დასჭირად, მოუსრიალდა მანქანა და კარგი ხანი იბზრიალა. ხო და კიდევ, მარტში და აპრილში ყოველ 2 წუთში ერთცელ პატრულის მანქანა დადიოდა და მკაცრად ათვალიერებდა ყველა კუთხე კუნჭულს. ეხლა ნახევარ საათში ეთხელ ერთი თუ ჩაივლის, ისიც სანატრელია. პატრონი გვყავს საერთოდ?

  2. ანონიმური

    პატრონი ჩვენ დიდი ხანია არ გვყავს.ყველა ჯიბის ავსებაზე ფიქრობს და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.