“ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?”

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?

გავაგრძელოთ…

თუ ხუთივე თავდამსხმელი ჩავიდა მდინარებდე, ხევში. როგორ უთავსდება ეს ამბავი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას, რომელიც ფერად სახლთან იმალებოდა ?

გურამ ამირხანაშვილის ჩვენებიდან:

კითხვა: როდესაც ბუჩქებში ჩავარდი, საიდან მიხვდი, რომ დაგეძებნენ დადევნებული პირები ?

პასუხი: ბუჩქებში ჩავარდნის დროს ვიყავი ჩუმად და მესმოდა ხმები, სად წავიდნენო და ძებნის დროს დამადგა თავზე სამი პიროვნება, რომლებსაც ავუხსენი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი…

ახლა ლოგიკურად ვიკითხოთ – თუ მდინარესთან ჩაჰყვა შაქარაშვილს 5 ადამიანი, ამირხანაშვილს როგორ ესმოდა მათი საუბარი ფერად სახლთან ? თუ ხუთივე იყო ხევში, ამირხანაშვილს სამი რატომ დაადგა თავზე ? დანარჩენი ორი სად იყო ამ დროს ? გავაგრძელოთ…

ისევ ამირხანაშვილი:

…ძებნის დროს დამადგა სამი პიროვნება… რა დროსაც მოვიდა იგივე მანქანა და იქიდან გადმოვიდა სამი პიროვნება, რის შემდეგაც წამიყვანეს თბილისში.

ახლა კიდევ ერთი ლოგიკური შეკითხვა: თუ ხუთი ადამიანი ჩაჰყვა შაქარაშვილს მდინარემდე, სამი ადამიანი როგორ გადმოვიდა მანქანიდან ფერად სახლთან ? როდის ჩაჯდა ორი მათგანი ტოიოტაში, რომელიც რამდენიმე წუთი გაჩერებული იყო სამრეცხაოსთან, სადაც ჩხუბი დაიწყო ?”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ციხისთავი ზურაბი

    ეს ერთი და სხვა მრავალი.
    რაღაც გული მიგრძნობს , რომ ესენი ისეთ “კოზირს” შემოაგდებენ საარჩევნო მომენტში, რომ შესაძლოა გადამწვეტი, როლი ითამაშოს შედეგებზე. ვატყოფ ამის მზადყოფნას როგორც პროვოკატორებისაგან ასევე შიგნიდან ღალატსაც.

  2. ვახუშტი თავგასიებულო, ძმის მკვლელები ეძიე, ძმის.

    ამ კაცის ლოგიკას,რომ მივყვეტ , გიორგიმ ტავად მოიკლა თავი.

  3. :(

    სანაია ჩამოყალიბდი გსურთ თუ არ გსურთ დამნაშავეების დასჯა?

    1. qeti

      ვახოს უნდა მკვლელების დასჯა და არა მათი “შემცვლელების”!

  4. ანონიმური

    ნიკოლაძეს დაპირდნენ, რომ რამდენიმე კაცი დაისჯებოდა ამ მკვლელობისათვის. ასეც მოხდა, 5 ადამიანი გაისროკა იმენნა მკვლელობის მუხლით და ოჯახმა განაცხადა, არანაირი კითხვები აღარ გვაქვსო.
    არადა, საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა. გვაქვს განცდა, რომ ფაქტებისა და გარემოებების სერიოზულ გაყალბებას აქვს ადგილი და ვიღაც-ვიღაცეები მართლმსაჯულებას დაუძვრებიან.
    ეს კი უკვე “ბატონ ბიძას” აღარ აინტერესებს…

  5. ანონიმური

    ნიკოლაძე არის არარაობა ადამიანი.

  6. ანონიმური

    ამას დაწყოუკვე გვარამიას გამოხტომები ხო?!

  7. ანონიმური

    რა ინტრიგანი ვინმე ხარ რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.