“აგრძელებენ უწმინდესის ცილისწამებას – ომი გინდათ? – მიიღებთ!”

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, “მთავარის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელი მამა ანდრია სარიას მტკიცებით, საპატრიარქოშია ჩაწერილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სამწუხაროდ არ მშვიდდებიან ტერორისტული პარტიის მიერ ეკლესიაში ჩანერგილი და განდევნილი ე.წ. სასულერო პირები. აგრძელებენ ეკლესიის და უწმინდესი პატრიარქის მიმართ ცილისწამებას და დისკრედიტაციას. აგრძელებენ ეკლესიის ნგრევას. ის რამაც გადაარჩინა და დღევანდლამდე მოიყვანა ჩვენი საქართველო.
ვფიქრობდი დიდხანს… გულწრფელად, რომ მართლა მიხვდებოდნენ და შეინანებდნენ ამ ცოდვას, დაიხსნიდნენ თავს ამ ტყვეობიდან, მაგრამ გამოდის, რომ ვცდებოდი. როგორც ჩანს მომიწევს ისევ მე ვამხილო ისინი ყველაფერში,თან კარგად იციან “თავებმა”, რომ ვიცი დეტალურად მთელი ამ გეგმის შესახებ🌚.

…. მეცოდებით მართლა, ცოტახანს გაცდით კიდევ, იქნებ გონს მოეგოთ, შეინანოთ, აღარ გააგრძელოთ, მაგრამ დიდხანს ვერ….⚡️⚡️⚡️.მაშინ ჩემგან დანდობა აღარ იქნება, ომი გინდათ? მიიღებთ🔜”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შენ დროა ჩემოდანს ალაგებდე… მერე გვიანი იქნება….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.