14 ოქტ 2019 20:14 12047

„ოცნების ფან-კლუბს გეკითხებით, თქვენი შვილი რომ ასეთ დღეში ჩაეგდოთ, რას იზამდით?“ - სკანდალური ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკანდალური ინტერვიუ უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძესთან

 

 

 

„ჩმორები“ არიან ხელისუფლებაში!!! დავიწყებ პიროვნებების დასახელებას, ვინ ჰყავთ დასაქმებული და რას აკეთებენ, სამინისტროებში დასაქმებული მეძავები და „პრასტიტუტკები“... სააგენტოებს რომ ხსნიან და ხელისუფლებას უკმევენ... ბათუმში რომ სახლებს ყიდულობენ...“

 

 

სკანდალური ინტერვიუ, უფლებადამცველთან, ადვოკატთან, უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარესთან -  ნიკოლოზ მჟავანაძესთან, რომელიც გვიყვება, რომ ხელისუფლების მხრიდან, მასზე ხორციელდება ზეწოლა და ამ ზეწოლის მსხვერპლი გახდა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილიც, რომელიც ახლაც კი ძალიან შეშინებულია:

 

- მე ვარაუდით არ მიყვარს საუბარი, ადვოკატი ვარ, უფლებადამცველი, არ შემიძლია, უფლება არ მაქვს, მტკიცებულებების გარეშე ვისაუბრო. სწორედ იმიტომ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით ვსაუბრობ დავით გარეჯზე და ჰერეთში ქართველების პრობლემაზე, დაიწყო ჩემს მიმართ მუქარა და ზეწოლა. გაგიკვირდებათ და ილჰამ ალიევმაც კი გამცა თავიდან პასუხი, როცა დავით გარეჯზე და ჰერეთში არსებულ პრობლემებზე მივწერე, ალიევმა თავის საგარეო საქმეთა მინისტრსაც დაავალა საქმის შესწავლა, კომისიის შექმნასაც აპირებდნენ და საქართველოს ელჩის თანაშემწესაც ვთხოვე ჩართვა. რა თქმა უნდა, არანაირი კომისია აღარ შექმნილა. როგორ შექმნიდნენ კომისიას? გინახავთ ვინმე ოფიციალური პირი დავით გარეჯში და ჰერეთში? პრემიერი, მაგალითად?

პრეზიდენტი ჩავიდა და სჯობდა არ ჩასულიყო, გაამწვავა პირიქით სიტუაცია.

 

 

რა ხდება რომ იცოდეთ ჰერეთში, 30 ათასიანი ქართველი მოსახლიდან  7 ათასია დარჩენილი, ქართულ სახელებს ვერ არქმევენ შვილებს, აზერბაიჯანელების შიშით, ტუალეტებად არის ქცეული ტაძრები, წირვა-ლოცვას ვერ ატარებენ. ერთი ქართველი არ ჰყავთ საკრებულოში - პარლამენტში გვყავს გამოჭიმული აზერბაიჯანელები და უნდა იყვნენ, კი, ბატონო, მაგრამ, ჰერეთში, საკრებულოში არ უნდა იყოს ერთი ქართველი?

ამ საკითხებზე რომ დავიწყე საუბარი, დამიკავშირდა ვინმე ოთარაშვილი, რომელიც, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან შეკრული პირია და ახორციელებდა ჩემზე მუქარებს, მემუქრებოდა ოჯახით, მემუქრებოდა პირადად. მივიტანე ყველა ჩანაწერი, აუდიოც და მესიჯებიც პოლიციაში - დღემდე არ არის რეაგირება. გავაკეთე ისევ ერთი გადაცემა „ობიექტივზე“ თუ არა, დავით გარეჯზე, რომელზეც დღეს უკვე ძალიან ცოტა თუ საუბრობს - ისევ განმეორდა მუქარა. ისევ წავედი პოლიციაში და პროკურატურაში. ისევ რეაგირების გარეშეა. თუ ეს ადამიანი არ არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, რატომ არ რეაგირებს მართლმსაჯულება?

უკაცრავად, ვიღაცამ ვიღაცას „პიდარასტი“ რომ დაუძახოს, მაშინვე დაიჭერენ - ლანძღვის გამო იჭერენ დღეს ადამიანებს და მუქარის ფაქტზე ხომ უამრავი ადამიანია დაჭერილი და ჩემი ოჯახის განადგურებით დამუქრება, არაფერს ნიშნავდა?

ახლა რაც განაცხადა პრემიერმა გახარიამ, რომ სამღვდელოებას შეუძლია შევიდეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე და ხალხს - არაო - არის, პირდაპირ, გადაბარების აღიარება.

 

 

იმის ნაცვლად,რომ იქეთ აგვეწია ყური აზერბაიჯანისთვის, დემარკაციის პირობებში, მაშინ როცა დემარკაცია არ დასრულებულა საზღვრის, გაიყვანა გზა, ააშენა ბაზა და ზარზეიმით აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ აქეთ დაგვებარებინა აზერბაიჯანის ელჩი და კითხვები გვქონოდა, იქეთ დაგვიბარეს, როგორ გავბედეთ, რომ საყვედური ვთქვით, ჩვენი მიცვალებულების საფლავები რომ ამოთხარეს, ხატები რომ გარეთ გამოგვიყარეს.

„ჩმორები“ არიან ხელისუფლებაში და ასე „ჩმორივით“ იქცევიან აზერბაიჯანთან, რუსეთთანაც და თურქეთთანაც!

ახლა რაც შეეხება ბოლო დღეების ამბებს.

რამდენიმე დღის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილი მძღოლი ვარ, მომივიდა უნებლიე შეცდომა და საჭესთან ტელეფონს ვუპასუხე, ნაძალადევის რაიონში ვიყავი, გამაჩერა პატრულმა, დამაჯარიმა, მიუხედავად იმისა,რომ ხმა არ გამიღია უბატონოდ, „პრიჩინაზე“ იყო, პროვოკაციას ცდილობდა, ისე მესაუბრებოდა, ძველი ბიჭი გეგონებოდა - შენობით მომმართავდა, ბიჭოთი!

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, ამჯერად უკვე „პლეხანოვზე“, კონკრეტულად კი კარგარეთელის ქუჩაზე, ისევ გამაჩერა პატრულმა, ამჯერად მარტო არ ვიყავი, შვილი მახლდა. ღვედის გაკეთება დამვიწყებია, გამომიწერეს ჯარიმა, რა თქმა უნდა, გამოვართვი.

ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რამდენიმე დღის მანძილზე, ასეთ გამოცდილ და ფრთხილ მძღოლს, როგორ მომივიდა ასეთი ბავშვური შეცდომები და ჩემი თავის მისამართით, რაღაც ჩავილაპარაკე, ოღონდ, ეს არ იყო გინება, ახლოსაც არ იყო გინებასთან და არ იყო პატრულისკენ მიმართული სიტყვები, მას უკვე ზურგი ჰქონდა მოქცეული და მიდიოდა.

მოტრიალდა: - შენ მე მომაყენე შეურაცხყოფაო, ახლავე გადმოდი მანქანიდანო. ვუხსნიდი, არ უნდოდა გაგება.

ამასობაში, ვიცანი, რომ ეს იგივე ეკიპაჟია, რომელმაც სამი დღის წინ ნაძალადევის რაიონში გამაჩერა. ერთი და იგივე ეკიპაჟი გაჩერებდეს, სხვადასხვა უბანში, სამი დღის შუალედით - ვერ იქნება შემთხვევითი ვერაფრით.

ეს არ იყო საუბარი, ეს იყო „კაჩაობა“, გასაღებიც კი წაურთმევიათ და მე რომ მეგონა, გასაღები დავკარგე და ვეძებდი - ცინიკურად მეუბნებოდნენ, მოძებნე, სადმე გექნებაო და თურმე, მათ ქონიათ. ჩამომართვეს მანქანა. ამოუჯდა ჩემს 11 წლის გოგოს გული, ტიროდა გულამოსკვნილი, როგორია, უყურებს, მამამისს როგორ ესაუბრებიან, როგორ გადაიყვანეს მანქანიდან და როგორ უპირებენ დაჭერას არაფრის გამო, იმასაც ფიქრობდა, ალბათ, მე რომ წამიყვანდნენ, მას სად დატოვებდნენ.

აგრძელებდნენ „კაჩაობას“, ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ ჩემი გოგონას ტირილი და ისტერიკა მწყობრიდან გამომიყვანდა და რამე ისეთს ჩავიდენდი, დაჭერის საბაბს მივცემდი.

დავურეკე ჩემს მეგობარს და ბავშვი გავატანე. სახლში რომ დავბრუნდი, მერეც ცუდად იყო, ექიმის გამოძახებაც დაგვჭირდა.

ლაივი ჩავრთე და იმ ფაქტმა, რომ 12-13 ათასი გამომწერი მყავს, იმოქმედა, ალბათ.

 

 

 

იმის შიშით, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არ წაშალონ, მეორე დღესვე წავედი გენ.პროკურატურაში. მტყუანი რომ ვიყო და დამნაშავე, გიჟი ხომ არა ვარ, ჩანაწერების ამოღება და გამოძიება მოვითხოვო?

არ მიიღო გენერალურმა პროკურატურამ ჩემი განცხადება.

იმ დღესვე ორი ვიდეო და ლაივი ჩავწერე. დღეს დილით დამირეკეს, მობრძანდით, დღეს მივიღებთ თქვენს განცხადებას, გუშინ არ მივიღეთ, მაგრამ დღეს მივიღებთო.

მე პოლიციაზე ნეგატიურის თქმას ყოველთვის ვერიდებოდი, ისინი ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ მაინც.

როცა გარეჯზე გადაცემა გავაკეთე და ვთქვი, რომ გარეჯი მიუერთეს უკვე აზერბაიჯანს, შსს-დან ნინო გიორგობიანმა დამირეკა და მითხრა - ასე არ არის და აწი, დაგვირეკეთ და გვკითხეთ, სანამ გადაცემას გააკეთებთო.

პატრული რომ „მეკაჩავებოდა“(არ ერქვა ამას სხვა სახელი), ზუსტად ხუთჯერ დავურეკე გიორგობიანს, არ მიპასუხა. ხუთჯერ რომ გირეკავს ადამიანი, ე.ი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ხო? იქნება ქვეყანა იქცევა?

მე „ოცნების“ მომხრე კი არ ვიყავი, ნაცია ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. საქართველოში კი შუალედური არ არსებობს, ნაცი თუ არ მოგწონს - ქოცი ხარ და პირიქით. ოცნების ფან-კლუბი რომ ხართ, იმათ გეკითხებით, თქვენი შვილი რომ ასეთ დღეში ჩაეგდოთ, როგორშიც ჩემი გოგონა აღმოჩნდა, რას იზამდით? დამირეკა ნინო ჯღარკავამ, რას ერჩი გომელაურს, ყველგან არიან ნაცებიო. აბა, ნინო ჯღარკავას მოქცეოდნენ ასე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ?

 

 

ჩემს შვილს გული რომ გახეთქოდა ნერვიულობისგან? რა უნდა ექნათ მერე?

შვილების გულისთვის არ ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას? ბუტა რობაქიძის მკვლელობისთვის არ ვებრძოდით? ჩემს შვილსაც შეიძლებოდა შიშით გული გახეთქოდა და მერე მართლა ჩამოვუვლიდი და თმებით გამოვათრევდი იმ მეძავებსა და „პრასტიტუტკებს“ სამინისტროებში რომ ჰყავთ დასაქმებული...

სააგენტოებს რომ ხსნიან და ხელისუფლებას უკმევენ...

ბათუმში რომ სახლებს ყიდულობენ...

ჩემი შვილის ცრემლებს არავის შევარჩენ, კარგად დაიმახსოვრონ 12 ოქტომბერი. მე ბევრი რამ ვიცი და ყველაფრის მოყოლას დავიწყებ, სააკაშვილმა ვერ გამაჩერა და ვერც ეს „ფარჩაკები“ გამაჩერებენ.

ვარაუდით არა - ფაქტებით ვისაუბრებ, ამ წუთებში, ზესტაფონშია უამრავი კანონდარღვევის ფაქტი, მაგალითად.

ყველაფერზე ხმამაღლა მოვყვები.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ტელეფონი ისმინება.

(მართლაც, ჩვენი საუბრის პერიოდში, გარდა იმისა,რომ ხმა ისმოდა ცუდად, სამჯერ გაითიშა ტელეფონი, განა ზარი, ტელეფონი ითიშებოდა - თ.კ.)

ზის ახლა რამდენიმე ადამიანი, ალბათ და გამალებით იწერს - ტყუილად იღლებიან, მოვიდნენ, მკითხონ და იგივეს ვეტყვი პირში.

ჩემი ოჯახის განადგურებით რომ მემუქრებოდნენ, 20 განცხადება მივწერე შსს-ს და პროკურატურას  -მაინც არ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც მემუქრებოდა.

სწორედ ამიტომ, ახლა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება სამხრე კამერების ჩანაწერებიც წაშალონ - ექსპერტიზას გავუკეთებ სამხრე კამერებს, თუ წაშლილია, აუცილებლად დაადგენს ექსპერტიზა.

ჩემი შვილის გულამომჯდარ ტირილს, რომელიც ახლაც ყურებში ჩამესმის - არ შევარჩენ.

მალე დავიწყებ პიროვნებების დასახელებას, ვინ ჰყავთ დასაქმებული და რას აკეთებენ, სამინისტროებში დასაქმებული მეძავეები და „პრასტიტუტკები“.

მადლობა, გაზეთ „ალიას“ რედაქტორს, ასევე, მადლობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც თავადაც გააკეთებს განცხადებას.

 

 

(შევთანხმდით, რომ „ალიას“ ყოველ ნომერში თითო გვარს დავასახელებთ. - თ.კ.)

 

 

და როგორც მე არ შევარჩენ ჩემი შვილის ცრემლებს, ისე არ შეარჩენს ქართველი ხალხი დავით გარეჯის გასხვისებას და გაყიდვას, თუ ხელისუფლება ოფიციალურად მოაწერს დემარკაციას ხელს და გადასცემს, ბარებით და თოხებით დადგება ხალხი და არ შეარჩენს.

ასეთი ბინძური მეთოდებით, ვერ გაგვაჩერებენ.

 

თამო კეშელავა

ალია №37