14 ოქტ 2019 18:10 24089

,,ალიას” სკანდალური სტატია, რის გამოც ნათია თურნავას ხსნიან?!

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელსაც "ალიაში" დაბეჭდილი მასალის გამო ათავისუფლებენ.

ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია წყენის და შეურაცხყოფის მოთმენა, მანამ, სანამ არ გახმაურდება.

ვინ არის, ნათია თურნავას გარდა, იმ სკანდალური საუბრის შემსწრე კიდევ 5-6 ადამიანი - ამის დასადგენად, "ალია" მუშაობს.

აპატიებს, თუ არა, ივანიშვილი ჩხარტიშვილს, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ - იმ ადამიანებს, რომელთა გაწირვაც ფული არ დაუჯდება - აუცილებლად გაწირავს.

 

 

გთავაზობთ, ნაწყვეტს მასალიდან, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც, ნათია თურნავას თანამდებობას ატოვებინებენ:

 

 

"ალიას" წინა ნომერში, ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილის მასალა დაიბეჭდა, სადაც, წყარო ყვება შემდეგს:

 

 

 

"ბიძინა ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილისთვის უთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული შეტევა შეცდომა იყო, ამით მან გადაიკიდა თავისი ბიზნეს–პარტნიორების მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც მას ახლოს აღარ გაიკარებენ და მის რომელიმე კონკრეტულ ბიზნესს, თუ შანსი მიეცათ, სიამოვნებით გაანადგურებენ. 

 

 

 

ივანიშვილს უსაყვედურია ჩხარტიშვილისთვის, რომ მისთვის არ უნდა დაეჯერებინა და იმ ტრანზაქციის საფუძველზე არ უნდა დაეწყო მისი სამართლებრივი დევნა. ეს პირადად უთხრა და მათ შორის საკმაოდ მწვავე ლაპარაკიც იყო.

 

 

 

 

ივანიშვილისთვის ცნობილი გამხდარა, ვანო ჩხარტიშვილის მეგობრების ერთ–ერთ რესტორანში ყოფნისა და საუბრების შინაარსი. ამბობენ, რომ მათ შორის ეკონომიკის  მინისტრი, ნათია თურნავაც იყო, სულ დაახლოებით, 6–7 კაცი:

 

 

 

ვანო ჩხარტიშვილს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყურებით ჰყავს დაჭერილი და თუ მოინდომა, ყველაფერს გააკეთებინებს. ის ტრაბახობს თურმე, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში დიდი წვლილი მიუძღვის და ეკონომიკურ საკითხებში, ივანიშვილს რასაც ეუბნება, ერთი ერთში ასრულებს. ჩხარტიშვილი და თურნავა შინაურ წრეში „ხიხოს“, „ჭორვილიჩს“ „სოფლელს“, „გლეხს“ „მდაბიოს“ ეძახდნენ ივანიშვილს. ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილზე უთქვამს, ასეთმა დებილმა ამხელა ფული როგორ იშოვნა, ნეტავ ეს გამაგებინაო. არც ნათია თურნავა ჩამორჩენილა  ჩხარტიშვილს ივანიშვილის ლანძღვაში და რაც პირადად ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია, ნათია თურნავა დღემდე მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მისტირის და ეს იმ რესტორანშიც არაერთხელ დაუფიქსირებია“

 

 

 

 

 

7 კაციდან - ორის ვინაობა ცნობილი, ვინ არის დანარჩენი 5 - "ალია" ამის გარკვევას ცდილობს.

 

 

"ალია"