09 ოქტ 2019 18:08 627

"ერთ კილოგრამ თუთუნზე 60 ლარიანი გადასახადი წესდება"

 

 

 

 

 

 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

 

 

კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია თამბაქოს ნედლეულზე ერთ კილოგრამზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება.

2019 წლის 19 სექტემბერს ასაწონი თუთუნის დაბეგვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა:

„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება“