08 ოქტ 2019 20:12 9287

"ისინი საზოგადოების სამსჯავროზე არიან, კვლავ გამოუსწორებლები, უსამართლოები და უტეხები..."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ.საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, მოსამართლეთა არჩევის პროცესს ეხმიანება:

 

 

 

 

 

"ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, როგორც იურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მიმდინარებს.

ვუსმენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არაგულწრფელ პასუხებს და ვხედავ როგორ უჭირთ პასუხი გასცენ ელემენტარულ კითხვებს.
ლექციაზე გეგონება თავი.
ისინი ხვდებიან დამოუკიდებელი დეპუტატების კითხვის პათოსს მათსა და მათი კოლეგების ნამოქმედარს, რომ ამხელს. ამიტომაც ოღონდ კითხვას გაექცნენ ყველაფერზე საუბრობენ.

 

 


ასეთი მიდებ-მოდებით ვის ატყუებთ?
მსგავსი საქციელით ნათელი ხდება რაღაცას გაურბიან...
ვიღაცას გაურბიან...
მათ გარეთ კლანის ბოსები ელოდებიან... სხვაც ელოდებათ გარეთ --- საზოგადოება...
მთავარი განმსჯელი...

 

 

 

მათი უკანონო გადაწყვეტილებები არსებულ რეჟიმს მეტად აძლიერებდა. ამისთვის კი სამართლიანობის აღდგენით მოსულმა ხელისუფლებამ პასუხი არავის აგებინა. ამით წახალისებულებმა და მადაგახსნილებმა მუდმივობა გადაწყვიტეს.

პროცესი პირდაპირი ტელეჩართვით მიმდინარეობს. ასე მგონია ისინი საზოგადოების სამსჯავროზე არიან, კვლავ გამოუსწორებლები, უსამართლოები და უტეხები...

ღმერთმა არ ჰქნას ამ სიის დამტკიცება ფარადქცეული უმრავლესობის მიერ მოხდეს, თორე შემდგომი პროცესები რთულად წარმომიდგენია..."