07 ოქტ 2019 00:15 17454

ზარდიაშვილს "ალიასთან" ნახსენები გვარების გამო დაატოვებინებენ მანდატს?

 

 

 

 

 

 

 

ზუსტად 5 დღის წინ, გაზეთ "ალიაში" დაიბეჭდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,

ვანო ზარდიაშვილის ინტერვიუ 

 

 

 

ინტერვიუს მსვლელობისას, როცა ზარდიაშვილი საუბრობდა იმ სხდომაზე, სადაც მისი თქმით, ეკა ბესელიას კორუფციაზე დაუსვეს კითხვები, რომელ კითხვებსაც ბესელიამ არ უპასუხა და რომელი კითხვების დასმასაც მისთვის, ბესელია უარჰყოფს - ვანო ზარდიაშვილმა დამისახელა გვარები - ვის შეიძლებოდა დაესდასტურებინა მისი მონათხრობი და ესენი იყვნენ - ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე.

 

ასევე, ვანო ზარდიაშვილი ამბობდა, რომ შეგვიძლია ჩუგოშვილსაც ვკითხოთ, იმ ხუთ მოსამართლზე, რომელი ხუთი მოსამართლის ჩასმა ეკა ბესელიას (ზარდიაშვილის თქმით) სიაში სურდა.

 

გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილმა ისიც განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა, როცა მოძალადეებზე გააკეთა განცხადება, მოძალადედ ეკა ბესელია იგულისხმა.

 

ვანო ზარდიაშვილს არც იმის თქმის მორიდებია, რომ ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან გაგდება მისი დამსახურებაა.

 

და ბოლო, კიდევ ერთი პოლიტიკოსი - კვირიკაშვილი - ზარდიაშვილი მას უთვლიდა, რომ შეეძლოა, იმის საბუთი წარედგინა, რომ მას იგი არასოდეს გაულანძღავს და ეს ბესელიამ მოუგონა.

 

 

 

დავითვალოთ, რამდენ პოლიტიკოსს მოუწევდა პასუხის გაცემა, ან კომენტარის გაკეთება - 

1. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

2. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე

3. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

4. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი, ვიცე პრემიერი

5. გიორგი კვირიკაშვილი - ყოფილი პრემიერი

 

 

 

ირაკლი კობახიძეს კომენტარი არ გაუკეთებია, არც პასუხი გაუცია.

პასუხის გაცემა არ ისურვა არჩილ თალაკვაძემ.

თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ არავის საქმეში არ ერევა - დაახლოებით ეგრე.

წულუკიანისთვის იმის კითხვას, ვინ იგულისხმა მოძალადედ, იმ ფონზე, რომ ეკა ბესელია ასე კმაყოფილი დარჩა წულუკიანის კომენტარით - აზრი არ ჰქონდა.

ასევე, კომენტარი არ გაუკეთებია კვირიკაშვილს.

 

 

 

ფაქტი ერთია, ძლიერებს არ ესიამოვნათ, ის ფაქტი, რომ ზარდიაშვილმა მოწმედ დაიყენა.

ძლიერებმა თავი უხერხულად იგრძნეს. 

 

სიმართლის თქმა არ სურდათ, რომ ჰქონოდათ რამის მოყოლის სურვილი, ამას ზარდიაშვილის გარეშეც გააკეთებდნენ - ალბათ, პირველი ეს გაიფიქრეს. მაგათი დაპირისპირება ხომ ყოველთვის ფასადურია და არასოდეს სრულდება, ფაქტების სრული გამომზეურებით.

 

არადა, ვანო ზარდიაშვილს, მინიმუმ, წულუკიანი მაინც ეგონა მისი მეგობარი და მაქსიმუმ, თალაკვაძეზეც და კობახიძეზეც იგივეს ფიქრობდა.

 

მაგრამ, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის.

 

და თუ ხვალ, ზეგ, მაზეგ - ზარდიაშვილი მანდატს დაკარგავს - ეს იქნება ამ უხერხულობის საფასური, იმის საფასური, რომ ფაქტების მოყოლა სთხოვა "მეგობრებს", მხარდაჭერა სთხოვა, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ მეგობრობის აფიშირება ჟურნალისტებთან არ შეიძლება, რომ საერთოდაც, არ იცის მეგობრობა პოლიტიკამ.

 

უხერხულად იმის გამოც იგრძნობდნენ თავს სავარაუდოდ წულუკიანი, კვირიკაშვილი, თალაკვაძე, კობახიძე და ჩუგოშვილი, ზარდიაშვილმა ემიგრანტი დედის შრომა რომ ახსენა. არ ეპატიება მაგ ეშელონის წევრებს - ემიგრანტის შვილთან მეგობრობა.

 

სწორედ, ამიტომ გაწირავენ ზარდიაშვილს, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი ინფორმაცია იცის, თუნდაც ამ ხუთეულზე და შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დაატოვებინებენ მანდატს  - სიამოვნებით შევთავაზებთ ვრცელი ინტერვიუს ფორმატს.

 

 

 

თამო კეშელავა

ალია