15 სექ 2019 15:26 21542

"ივანიშვილის და პუტინის შეხვედრას, ბოკერიასთან ერთად თაკო ჩარკვიანი და თამარ ჩერგოლეიშვილიც ესწრებოდნენ"

 

მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ყოფილი ლიდერი კახა მიქაია ფეისბუქზე წერს:

 

"მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო არის უმძიმეს სიტუაციაში. პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს , თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე, ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას.ამ ყველაფერს ივანიშვილი არ ამბობს, იმიტომ, რომ არ თვლის ხალხის წინაშე თავს ანგარიშ ვალდებულად."

მართალია მიშა სააკაშვილი!!!

როგორც მთელმა საქართველომ უწყის, მიშა ყოველთვის სიმართლეს ღაღადებს!

მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა!

პუტინი დაემუქრა ივანიშვილს და მოსთხოვა საჯაროდ ეთქვა უარი ნატოზე, თორემ, ცხინვალის რეგიონის ანექსიას განახორციელებს და პარალელურად მიშა სააკაშვილს დაეხმარება ისევ საქართველოს პრეზიდენტად დაბრუნებაში!!!

როგორც ჩემმა წყარომ მაცნობა ნიუ-იორკიდან,
ივანიშვილის და პუტინის შეხვედრას,
ბოკერიასთან ერთად თაკო ჩარკვიანი და თამარ ჩერგოლეიშვილიც ესწრებოდნენ...

ხოლო მიშა სააკაშვილს ეს ინფორმაცია კოტე კემულარიამ მიაწოდა, კოტე კემულარიას კი ოქრუაშვილის თანამესაკნე კოღომ , რომელიც ოქრუაშვილის საკანთან ერთად პუტინის კაბინეტის ბინადარიცაა...

P.S.ისე, სანამ პუტინი ივანიშვილს ეტყოდა, ეს ყველაფერი - პუტინი რომ ივანიშვილს ეტყოდა, იცოდა ნიკა გვარამიამ!!!"