11 სექ 2019 19:57 677

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები სარფის საბაჟოდან თურქეთში არ გაუშვეს

გიორგი მამალაძისა და თორნიკე მამალაძის მეუღლეები მესაზღვრეებმა თურქეთში არ გაუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თორნიკე მამალაძე ავრცელებს.

თორნიკე მამალაძის თქმით, სახელმწიფო ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის მათ ოჯახს.

„სახელმწიფო უკვე ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის ჩემს ოჯახს. დღეს მამაოს მეუღლე და ჩემი მეუღლე სარფში თურქეთის მხარეს გადადიოდნენ, იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ რაღაცეები ეყიდათ იაფად.

გაურკვეველი მიზეზით ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ გადაუშვეს. ეს უკვე არის მთელი ჩვენი ოჯახის დევნა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ამით მაინც ვერ დაგვაშინებთ და მოვითხოვ ოფიციალურად პასუხს ამაზე!“, - წერს თორნიკე მამალაძე.

„პრაიმტაიმი“ დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებში შეეცადა. თუმცა, შსს-ში განაცხადეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და საჯარო კომენტარს ვერ გააკეთებდნენ.

 

პრაიმ-ტაიმი.