11 სექ 2019 15:44 708

ზაზა სარალიძე კალანდიას ადვოკატს პასუხობს

 

 

საბჭოთა გადმონაშთის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, ძალიან კარგად მოგეხსენებათ პატივცემულო უფლებადამცველო, თუ როგორც გასამართლდებოდა თითოეული მონაწილე,ორი არასრულწლოვნის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი დაგეგმვით და შეცნობით მკვლელობისთვის, - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას.

„ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ! ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად მოკლეს ორი არასრულწლოვანი, რომელში თავად მონაწილეობდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი. დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ,“ - წერს ზაზა სარალიძე.