07 სექ 2019 15:24 8146

"მასწავლებელთა 76-მა%მა ზღვარი ვერ გადალახა საგნობრივ გამოცდებში...ჰაი, კაპუტ პედაგოგიკა!"

სალონში ძაან ქალი შემოვიდა, ძაან გაწელილი, ძაან ნაზი... ძაან მასწავლებელი ვარო, აყოლებდა ყველა წინადადებას.. რომელ კლასებს ასწავლით- აი, უბრალოდ, როგორ აგიხსნათ, ისე რომ გაიგოთ, იმას ვფიქრობ... აი, ჰაი შკული იცით რა არის?
- ალბათ, მაღალ კლასებს გულისხმობთ? -
ჟურნალისტი თამო კეშელავა ფგეისბუქზე ინფორმაციას ეხმიანება, სადაც საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა მიერ საგნობრივ  გამოცდებში მიღებულ საგანგაშო პროცენტულ  მაჩვენებელზეა საუბარი:

 

"სალონში ძაან ქალი შემოვიდა, ძაან გაწელილი, ძაან ნაზი... ძაან მასწავლებელი ვარო, აყოლებდა ყველა წინადადებას...

- რომელ კლასებს ასწავლით?
- როგორ გითხრათ...
- როგორც არის...
- აი, უბრალოდ, როგორ აგიხსნათ, ისე რომ გაიგოთ, იმას ვფიქრობ... აი, ჰაი შკული იცით რა არის?
- ალბათ, მაღალ კლასებს გულისხმობთ?
- ხოო - გაკვირვება და სიხარული ერთად გამოესახა სახეზე...

მასწავლებელთა 76-მა პროცენტმა ზღვარი ვერ გადალახა საგნობრივ გამოცდებში...
ამათგან ერთმა ერთი ქულა აიღო და ზოგმა 7 ქულაზე ნაკლები!

ჩემმა შვილმა რომ 1 ქულა აიღოს გამოცდაში კლასში ჩატოვებენ!

ესენი რატომ დადიან კლასიდან კლასში!

სკოლების რემონტიო! რამდენიმე სკოლა ცარიელდება თბილისში!
რა თავში ვიხლი რემონტს - ასეთი პედაგოგებით, კედლები მასწავლის?
ან, საიდან ჩადეს ამ ღარიბ ბიუჯეტში იმდენი თანხა, რომ ერთდროულად რამდენიმე სკოლას ერიცხება ასი ათასები შენობის გასამაგრებლად და სარემონტოდ? რაღაც არ მჯერა, მაგ ამბავში!

ერთმა მაგარმა დირექტორმა, ბრეგვაძეა გვარად, მითხრა ერთხელ, გადამზადება რას უშველის, შვილო, მოუმზადებელ მასწავლებელსო!

ჯარის არ იყოს, ჯარი არ ვარგა და ჯაფარას ბრალიაო, პედაგოგიურში მიდის სტუდენტი, რომელსაც სხვაგან ქულები არ ეყო, ნოლი მოტივაცია! რას უშველის გამოცდები და კურსები?

წამომემართებიან მერე, სხვა თაობა მოვიდა, ვერ ვაგებინებთ და ვერ ვაჩერებთ ბავშვებსო!
მამიდაჩემი როგორ აჩერებს?
განათლების სამინისტროს ხო გააგებინეთ თქვენი ცოდნა?
განათლების სამინისტროს ვერ გააგებინეთ და ჩაიჭერით და მაინც ჩემი შვილია იმნაირი?
ბიჭოოოს!

ვინც სკოლების თემებზე მუშაობს, ჩამოუაროს ერთი სკოლებს, რომელ სკოლას რამდენი სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავს და რამდენი ჩაჭრილი გავიგოთ!
ჰაი, კაპუტ პედაგოგიკა!"