06 სექ 2019 15:35 11256

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს კვებავს“

 

 

გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე სოციალური ქსელში წერს:

 

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს კვებავს. ეს პარლამენტის დღევანდელმა სხდომამაც დაადასტურა.

 

რეალურად არც ერთს არ აინტერესებს საზოგადოების აზრი.

 

ერთი ძალაუფლების დაკარგვას ვერ შეეგუა, მეორე კი მიღებული ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ყველაფრის ფასად...

 

სიმართლის მოსმება აღარ აინტერესებს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ობიექტურ და მამხილებელ კითხვებს ცინიზმით პასუხობენ. ხალხის დაცინვაზე გადასული ხელისუფალი სწრაფად ასრულებს მოღვაწეობას ყოველთვის.

 

2020-ში ქართული საზოგადოება გაგცემთ პასუხს ორივე ძალას...“