14 აგვ 2019 12:33 206

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

 

 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“, - აცხადებენ სუს-ში.

 

ინტერპრესნიუსი