14 აგვ 2019 12:12 299

„სასამართლო ნეპოტიზმის ბუდეა“ - ანა დოლიძე

 

 

ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს წევრები კიდევ ორ კანდიდატთან - თეა ძიმისტარაშვილსა და ალექსანდრე წულაძესთან გასაუბრებას იწყებენ. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭომ სულ ოცი კანდიდატი 20 უნდა და ეს სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პროცესის მიმდინარეობას კვლავ მკაცრად აკრიტიკებენ. ანა დოლიძე ასაუბრებების დასასრულს გამოკვეთილ ტენდენციას და აშკარა ნეპოტიზმზე საუბრობს.

„პროცესმა თან გვიჩვენა რომ როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე. თითქმის ყველა კანდიდატი, რომელიც არის აქ მოსამართლე უკავშირდება თავისი გვარით, ნათესაობით, ამხანაგობით, კურსელობით სასამართლოს თანამშრომლებს, ეს ვითარება არის სავალალოდ ა ხელს უშლის ნორმალური, შრომისმოყვარე და კომპეტენტური კანდიდატების დაწინაურებას. ეს ბუდე ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს", - აცხადებს ანა დოლიძე.