14 აგვ 2019 12:04 1245

3 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - შემზარავი ავარია ავტობანზე

 

 

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლს სავარაუდოდ, ჩაეძინა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი, ხოლო დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.