14 აგვ 2019 11:47 318

ჯარედ ლეტო „ბლექ სი არენაზე“ საქართველოს დროშით გამოვიდა (ვიდეო)

 

 

ამერიკელმა მუსიკოსმა და ოსკაროსანმა მსახიობმა ჯარედ ლეტომ 13 აგვისტოს საქართველში „ბლექ სი არენაზე“ თავის ჯგუფთან ერთად კონცერტი გამართა.

ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars -ის მთავარი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს კალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯარედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით. ბენდმა მსოფლიო მასშტაბით დიდებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოშვებისას მიაღწია.

სხვადასხვა კინოჯილდოებს შორის ჯარედ ლეტოს 2014 წელს მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "დალასის მყიდველთა კლუბი." მისი ბოლო პოპულარული კინოგმირია ჯოკერი, ფილმიდან „თვითმკვლელთა რაზმი“.

ჯარედ ლეტოს ფილმოგრაფია:

How to Make an American Quilt (1995) The Last of the High Kings (1996) Prefontaine (1997) Switchback (1997) Basil (1998) Urban Legend (1998) The Thin Red Line (1998) Black and White (1999) Fight Club (1999) Girl, Interrupted (1999) American Psycho (2000) Requiem for a Dream (2000) Sunset Strip (2000) Highway (2002) Panic Room (2002) Alexander (2004) Lord of War (2005) Lonely Hearts (2006) Chapter 27 (2007) Mr. Nobody (2009) Artifact (2012) Dallas Buyers Club (2013) Suicide Squad (2016) Blade Runner 2049 (2017) The Outsider (2018)

ჯარედ ლეტო მსახიობობასა და მუსკოსობასთან ერთად მოდელობასაც უთავსებს, ის ჯარედ ლეტო Gucci-ს ახალი ამბასადორია.

1996-1997 წლებში ის მსოფლიოს 50 ულამაზესი მამაკაცის სიაში მოხვდა.