14 აგვ 2019 11:04 574

„ეჰ ოდესღაც დრო იყო საქართველოში კაცებს და მათ საქმეებს შედეგით ზომავდნენ, მაგრამ ეგ გონიერებაც ჩაბარდა წარსულს“

 

 

ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„კომბლები და ხელმოწერები ანუ საქართველოს გაუმარ - ჯოს ჯოს ჯოს ჯოს ჯოს ჯოს და მეტი არაფერი---

ისინი ვინც ხემოწერების შეგროვებით და ,,კომბლების ჟღარუნითაა" დაკავებული, ახლა მესამე პოლიტიკურ ძალას უნდა ქმნიდნენ წესით. არც ფული აკლიათ და არც რესურსი, მაგრამ მუქთა სპექტაკლები ურჩევნიათ.
არადა რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეგროვდეს შედეგი მაინც არ ექნება ამ ყრუ პარლამენტის გამო და ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც არავინ გააუქმებს ხელმომწერთა სიმრავლის ხათრით. რაც შეეხება ,,კომბლებს" :--- მე პირადად მისი ავტორი ცოტა მეტად სერიოზული მიზნების მქონე მეგონა. არადა ასეთმა მოქმედებებმა ეროვნული მუხტი მთლად დაშალა და დააბნია. ,,კომბლების" გამოჩენამ და ზოგიერთების ,,მე ვარ და ჩემი ნაბადი"- ნაბიჯებმა ისედაც მძიმედ ფეხადგმული ეროვნული მუხტი მთლად მიწასთან გაასწორა. მე პირადად და რამდენიმე ღირსეული მებრძოლი ჩემ ირგვლივ, ვერის ბაღის მოვლენების შემდეგ პროცესების გარეთ აღმოვჩნდით. პოლიტასპარეზზე ისევ ,,კაპიტალიანი პატრიოტები" გამოვარდენ და ისევ სადღაც გაქრნენ. შედეგი კი ნოლია... ეროვნული ძალები კი უფრო დაქსაქსული. ეჰ ოდესღაც დრო იყო საქართველოში ისეთი, რომ კაცებს და მათ საქმეებს შედეგით ზომავდნენ, მაგრამ ეგ გონიერებაც ჩაბარდა წარსულს. 
გურამ ქართველიშვილი“.