14 აგვ 2019 10:30 2185

„ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა... რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!“

 

 

ჟურნალისტმა დამირეკა „post-tv“- დან ვარო, ეგ რა არის არ ვიცი თქო - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ის აღნიშნულ ონლაინ ტელევიზიასთან არ ითანამშრომლებს.

„ოდესღაც ჟურნალისტმა დამირეკა, პოსტტივიდან ვარო და ვუთხარი, ეგ რა არის, არ ვიცი-მეთქი. გუშინ დამირეკა და პოსტტივისთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. პრინციპულმა პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. ფაქტობრივად, გენიოსია. რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!“ - დაწერა ბერძენიშვილმა.