14 აგვ 2019 10:26 714

„საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი“ - როგორ წერს ფეისბუქპოსტებს ოქრუაშვილი

 

 

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი განმარტავს, როგორ ვრცელდება მის ფეისბუქზე მისი განცხადებები:

„რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით , რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ. საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ, ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი.“ წერს ირაკლი ოქრუაშვილი.