14 აგვ 2019 10:17 179

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

 

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

აფხაზეთში ომის დაწყების თარიღთან დაკავშრებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბებიან.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ და მემორიალს შეამკობენ მთავრობის წევრები, ასევე ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც.