13 აგვ 2019 21:57 748

"16 წლამდე ბავშვებისათვის "რუსთავი-2 "ის ყურება იყო მავნებელი"

ფეისბუქმომხმარებელი ნინო ბარათაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძის რუსთავი-2 ზე გამოთქმულ კომენტარს აზიარებს, სადაც წერია:

"16 წლამდე ბავშვებისათვის  "რუსთავი 2-ის"  ყურება მავნებელი იყო!"

"ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად არ მოქმედებს და „რუსთავი 2"-ის მფლობელის გადაწყვეტილება გაყიდოს ტელევიზია, კონკრეტულ პირთან შეთანხმებულია.
ფაქტია, რომ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2"-ის საქმეში უკან ედგა ხელისუფლება!
რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო. ლექსიკა, რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. 
ფაქტი, რომელიც გაბუნიას გადაცემაში იყო ეს შეურაცხყოფს ყველა ნორმალურ და კულტურულ ადამიანს!"

ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე.