22 ივლ 2019 18:00 624

ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

 

 

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. 

ოქრუაშვილი 20 ივნისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი კი ასევე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.