22 ივლ 2019 17:55 258

გორში სატვირთო მანქანიდან მუშა გადავარდა

 

 

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სატვირთო მანქანიდან მუშა გადმოვარდა. ფაქტი მეჯუდის სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთოს “რეგიონ ფეშენ ვიკის” ბილბორდი გადაჰქონდა. 

დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი, გორის კეთილმოწყობის თანამშრომელია. ის სასწრაფომ “გორმედში” გადაიყვანა, როგორც კლინიკაში გვითხრეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

 

ნიუპოსტი