22 ივლ 2019 16:17 2690

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის კაბინეტში გვარამიას ფოტო დაკიდეს

 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. პაატა სალია უკვე შეუდგა მუშაობას. სოციალურქსელში  ფოტო ვრცელდა, სადაც ჩანს, რომ სალიას კაბინეტში ნიკა გვარამიას პორტრეტი დაახვედრეს.

“ასე გამოიყურება პაატა სალიასთვის გათავისუფლებული კაბინეტი “რუსთავი2″-ის ოფისში”, – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ევროსასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ, საფუძველზეც “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად დაუბრუნდა, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დაინიშნა პაატა სალია არხის გენერალურ დირექტორად.