22 ივლ 2019 15:42 554

„არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია“ - უსუფაშვილი

 

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხმაურება.

უსუფაშვილის თქმით, ოქრუაშვილმა მას სთხოვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისთვის ეთქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზად არის პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.

„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მან ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა სცადა.

მისივე თქმით, შუამავლობა დავით უსუფაშვილს თხოვა, რომელმაც ივანიშვილისგან ძალიან მარტივი „მესიჯი“ მიუტანა. 

„2014 წლის 14 ივნისს ადგილობრივი არჩევნები იყო. გორში მერობაზე კენჭისყრას ვაპირებდი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის.

მე ურთერთობის გარკვევა და საერთო ენის გამონახვა დავიწყე ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დავით უსუფაშვილს. მან კი, ივანიშვილსგან ძალიან მარტივი მესიჯი მომიტანა - „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება. ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“. 

დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“  - განაცხადა ოქრუაშვილმა.