22 ივლ 2019 15:36 560

„უსუფაშვილმა ივანიშვილსგან მესიჯი მომიტანა“ - ოქრუაშვილი

 

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მან ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა სცადა.

მისივე თქმით, შუამავლობა დავით უსუფაშვილს თხოვა, რომელმაც ივანიშვილისგან ძალიან მარტივი „მესიჯი“ მიუტანა. 

„2014 წლის 14 ივნისს ადგილობრივი არჩევნები იყო. გორში მერობაზე კენჭისყრას ვაპირებდი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის.

მე ურთერთობის გარკვევა და საერთო ენის გამონახვა დავიწყე ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დავით უსუფაშვილს. მან კი, ივანიშვილსგან ძალიან მარტივი მესიჯი მომიტანა - „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება. ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“. 

დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“  - განაცხადა ოქრუაშვილმა.