22 ივლ 2019 14:46 642

„წარმოდგენა არ გაქვთ რამდენად პატარა ფულია მილიონ ორასიათასი იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა“

 

 

„თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რამდენად პატარა ფულია მილიონ ორასიათასი იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის შეძენაში ბიზნესმენები დაეხმარნენ, რომლების სახელების დასახელებაც არ სურს.

„თუ საიდან მოვიდა ის თანხა, რომელიც დვალსა და აქიმიძეს გადავუხადე შემიძლია არ ვთქვა, რადგან ამ საქმეზე გასულია ხანდაზმულობის ვადა და დამთავრებულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ეს თანხა იყო მოზიდული ჩემ მიერ, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც არ მაქვს ნებართვა, რომ მათი სახელები დავასახელო. მოზიდული ნიშნავს „ნაშოვნს“. მე მქონდა გარკვეული კავშირები მაშინაც, მანამდეც და მას მერეც... ამის საშუალება დღესაც მაქვს და მაშინაც მქონდა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად პატარა თანხაა მილიონ ორასიათასი, იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა“ - განაცხადა ოქრუაშვილმა