22 ივლ 2019 14:33 657

არ მერიდება ვთქვა, რომ მთავრობა ვერ ხვდება საკუთარ პასუხისმგებლობას ერის განვითარებაში

 

ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტი და მსახიობი იუნა შაფათავა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის თემას ეხმაურება:

-ძალიან გთხოვთ, ამოიღეთ ხმა. 
მე ვერ ჩავალ თბილისში მათი აბლაბუდის დასაშლელად 5 წინადადებაში. რა გახდა იმ ათი ინტრიგანის მკურნალობა.

"პრობლემა იმაშია...
ვუყურებ "პრადვინუტი" ნაცების პოსტებს გამოსვლებს.. 
ვხვდები რომ ქვეყნის ძილის მომთხრელ ძალას ვერაღმოფხვრი. რატომ, იცით? 
გახსოვთ, ერთი და იგივე ხალხი რომ მღეროდა მიშას კონცერტებზე? არანაირი ახალი სახე. 
მინისტრებიც წრეზე იცვლებოდნენ. ეს ხალხი, ქვეყანა რომ ეზიზღებოდათ, სულ არსებობდნენ. და გარდა თავისი მახინჯი სიძულვილის მენტალობის წრისა, არც გაოდიოდნენ ხალხში. რომ არ დაეკენკა ხალხს. 
მხოლოდ თავის ტელევიზიაზე ატრაკებდნენ, მხოლოდ თავისიანს უკრავდნენ ტაშს. 
დღესაც იგივე. ყოველგვარი გადაცდენა იბლოკება. 
წარმოგოდგენიათ, ჩამოვდივარ თბილისში, მვდივარ რუსთაველზე, ვიღებ მიკროფონს მათ აქციაზე და ვიწყებ დაწყობილად სიმართლის მოყოლას? და ხომ იცით, მოყოლა ისეთი ვიცი, ისტერიკის და ხმის ტონის აწევის გარეშე, ტემპერატურა დუღილიდან ყინულდი გადადის და ყინულიდან დუღილში. 
მაგრამ გარანტიას გაძლევთ - მიკროფონს არ მომცემენ. ისევე, როგორც წიგნი რომ დავწერე ქალის პრობლემებზე, ძალადობაზე, ნარკოტიკებზე, შევიწროებაზე და სხვა ბევრ პრობლემაზე ჩემ მაგალითზე- არც წაიკითხა და გაიბერყა ყური ქალთა "დაცვის" ორგანიზაციებმა. 
ასევე, ბაია პატარაიას შევთავაზე თანამშრომლობა- სად ჩემი ხმა სად ბაიასი- მაგრამ არც მიპასუხა. და სხვა ბევრი სახელი და ფაქტი. 
თქვენთვის არ ვიცი როგორ, მაგრამ მე კი, ვხედავ პრობლემას იმაში, რომ სამხატვრო საბჭო და ლიტერატურული წრეები არ არსებობს. არსებობს ვიღაცის გაგებით- მაგრამ რეალურად არაობიექტური და პატარა წრეებია შეკრული არაჯანსაღი ინტერესების გატარებისთვის. 
არ მერიდება ვთქვა, რომ მთავრობა ვერ ხვდება საკუთარ პასუხისმგებლობას ერის განვითარებაში. ძალიან ბევრი საუშაოა, რომ ასეთი საეჭვო ორგანიზაციები მისი სუბსიდიის ქვეშ გაკონტროლდეს დარგში სერიოზული სპეციალისტების მიერ, რომ არ გვყავდეს შამუგიები და დეისაძეები პოეტ მწერლებად, ლია ესაკიები მხატვრებად და რადიო გარყვნილობა -თავისუფლებად.
ისევ მივადექით კადრების პრობლემას. 
სამუშაოაო, რომ ატ გვრცხვენოდეს იმ სი ბემოლ მაჟორიანი სასტვირით ბომჟების, ბავშვის თვალით სპეკულაციას რომ ეწევიან საკუთარი გრანტების შესანარჩუნებლად. კი, სახელმწიფო დამნაშავეა. მხოლოდ იმაში, რომ ამ მორალურად გახრწნილ "კუტოკებს" აქვს ხმა, კანონგარეშე. 
ცენზურა არ ნიშავს თავისუფლების შეზღუდვას. 
ნორმალურ საზოგადოებაში უნდა იყოს ელემენტარული ქცევის წესები, თავისუფლების გასაგებად. 
ბარდაკი და თავისუფლება სინონიმი არაა,თავისუფლება გულისხმობს აზროვნების გასაქანს და ასპარეზს და არა გიჟების ბოდვის გაპიარებას. 
ძალიან გთხოვთ, ამოიღეთ ხმა. 
მე ვერ ჩავალ თბილისში მათი აბლაბუდის დასაშლელად 5 წინადადებაში. რა გახდა იმ ათი ინტრიგანის მკურნალობა."