20 ივლ 2019 18:59 10104

"ნანუკას გაუგია, მის საყვარელ ამერიკაში, კონტრაქტის რა სახეობა არსებობს და რა პირობით?"

ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალური ქსელით, ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს:

 

 

 

"ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ამალა მუდმივ კონტრაქტს მყარი ხელშეუხებლობით რომ ითხოვს ხალვაშისგან, საერთოდ თუ გაუგია მათ საყვარელ ამერიკაში კონტრაქტის რა სახეობა არსებობს და რა პირობებით? მაგალითისთვის მერილენდის შტატს მოვიყვან. აქ ყველა კერძო კომპანია დაქირავებულს უფორმებს "At- will employment contract” - ქართულად დაახლოებით ეს შინაარსია - დამსაქმებლის საკუთარი ნებით  დასაქმების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მეპატრონეს ააქვს ძალიან დიდი უფლებები, კერძოდ ნებისმიერ დროს,  ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინასწარი გაფრთხილების  გარეშე  სამსახურიდან გაათავისუფლოს დაქირავებული, ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს კონტრაქტის პირობები... ამ კონტრაქტს  ვერც სასამართლოში გაასაჩივრებთ! ერთადერთი რაც შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა  ისაა,  რომ შესაბამის სტრუქტურებს მიმართოს  უმუშევრობის კომპენსაციის/ანაზღაურების მისაღებად, ისიც მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში (4 ან 6 თვე). ამ შემთხვევაში კი მხოლოდ თქვენი კუთვნილი ხელფასის 30% გადაგეხდებათ.  ასე რომ ნანუკას გადაეცით, "არტერიისა" და "არტილერიის" შინაარსს შორის განსხვავებას როცა ისწავლის, შემდეგ ისე ილაპარაკოს კონტრაქტებსა და დასაქმების უფლებებზე."