18 ივლ 2019 16:47 12479

„ხელისუფლება და „რუსთავი 2“ შეთანხმდნენ - გვარამია ბიზნესს არ კარგავს“

 

 

"მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და "რუსთვი 2"-ის ადმინისტრაციას შორის უკვე არის შეთანხმება. "რუსთვი 2" გააგრძელებს მაუწყებლობას მესამე არხზე და არც გვარამია დაკარგავს თავის ბიზნესს. ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება ტელეკომპანია, მაგრამ ალბათ მალე ესეც შეიცვლება და სხვა მფლობელი ეყოლება" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებას.

"სტრასბურგის სასმართლომ მიიღო ცალსახა გადაწყვტილება, რომ საქართველოს მართლმსაჯულებას კანონი არ დაურღვევია. "რუსთავი 2" დაუბრუნდა ძველ მესაკუთრეს, ანუ ქიბარ ხალვაშს. სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული და დღესვე შეუძლია შევიდეს კომპანიაში. "რუსთავი 2"-ს კი შეუძლია გააგრძელოს დავა, სამ თვეში შეიტანოს სარჩელი.

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და "რუსთვი 2"-ის მენეჯმენტს შორის არის შეთანხმება. ტელეკომპანია არ დაზარალდება, მას შეუძლია მაუწყებლობა გააგრძელოს მესმე არხზე, არც გვარამია დაკარგავს ბიზნესს. ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება კომპანია, მაგრამ ალბათ მალე ესეც შეიცვლება და სხვა მფლობელი ეყოლება. რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, არ ვიცი, რაღაც სიგიჟეებს იზამს, რაღაც ექსტრემისტულს მოიგონებს. ვნახოთ, როგორ გაუძლებს ქართული სახელმწიფო კიდევ ერთ წელს, ვიდრე ხელისუფლებაში ახალი მთავრობა არ მოვა, ერთი წელი ვართ რისკის ზონაში.

ბიძინა ივანიშვილს გულითაც რომ უნდოდეს კოჰაბიტაცია დასრლდეს, ვერ დაასრულებს, რადან ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს. "ნაციონალები" არიან როგორ მხედრიონი და მათთან პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა ძნელია. ანუ ხალხი რასაც ითხოვს, ის უნდა შესრულდეს, უნდა აღსდგეს სამართლიანობა და ამას გააკეთებენ მხოლოდ ეროვნული ძალები, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. დამნიშნონ სამი თვით პროკურორად და ყველა ის ჯალათი, რომელმა ხალხზე იძალადა, გლდანის ციხეში აღმოჩნდება.

ივანიშვილის იმედები, რომ ხელისუთლებაში ისევ უმრავლესობით მოვა, გამორიცხულია. როცა პროპრციულ სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა იყო ხელისუფლებასთან და ოპოზიცია ითხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რისი წინააღმდეგიც იყო ხელისუფლება, მაშინ ვთქვი, რომ მოვლენები ისე ვითარდება რომ თავად მოუწევს ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლა მეთქი. ვისი პროგნოზი გამართლდა, ჩემი თუ ივანიშვილის, ახლაც ასე იქნება, მოხდება ის რაც უნდა ხალხს, ოცნებამ წააგოს, ნაცებმა არ მოიგონ..." - განცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.