15 ივლ 2019 23:31 25895

"მარიამ გეგუჩაძეს მინდა ვუთხრა ვისი შვილია და რატომ არ არიან ჩემთვის ესენი ადამიანები"

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის მარიამ გეგუჩაძის მისამართით ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პისტში წერს :

 

"არ მიყვარს შვილის ტოლა ბავშვებზე სერიოზული პასუხის გაცემა, რადგან ზუსტად ვიცი მაინც ისე ესმით როგორც მათ მშობლებს და აზრი არა აქვს მაგრამ ცინიკურად 90 იანი წლების მოხსენიება მარტო მარიამ გეგუჩაძის სტილი არაა, ყველა ნაცსექტის სტილია რადგან მათი ისტორია 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციად წოდებული რუსეთის აგენტურის სცენარით იწყება და მათი ბელადი მიშათი!
90 იანი  წლები თუ 89 წლის 9 აპრილი ჩვენი და ჩვენი მშობლების მოტანილია, მანამდე მსოფლიო მშვიდობა კიდე წინაპრების და მარტო ამ სექტას შეუძლია ამაზე ცინიკურად განცხადების კეთება!
9 აპრილს 9 წლის ვიყავი, რომ მოვიწამლე და მასზე მეტი შეგნება მქონდა უკვე პატარა ბავშვს!
სკოლაში კლასმა დავხიეთ ყელსახვევები და რუსეთის ძალადობას ვგმობდით პატარები!
ცხრა წლიანი რეჟიმის დროს ასეთ მარაზმატულ აქციებს კი არა, შეურაცხყოფას რომ აყენებენ ყველას ვინც მათნაირი მახინჯი აზროვნებით არ აზროვნებს და დედა ეკლესიას აგინებენ, მდუმარე აქციას რომ მართავდი მაშინაც გარბევდნენ ან გიჭერდნენ!
მარიამს მინდა ვუთხრა ვისი შვილია და რატომ არ არიან ჩემთვის ესენი და მისი შთამომავლები ადამიანები მარტოვად ავუხსნა!
ორთაჭალაში პატიმრების წამება, რომ დაიწყეს წინა ხელისუფლების დროს ჟორჟოლიანი თეა თუთბერიძესთან ერთად ახალაიას დავალებით მე-7 დაწესებულებაში შევიდა და რეპორტაჟი გააკეთა!
იმ დროს იქ სასტიკად ნაწამები პატიმრები იყვნენ, ისეთი ნაწამები რომ მშობლებს მოკლევადიან შეხვადრასაც უკრძალავდა ადმინისტრაცია!
რა თქმა უნდა მოიარეს, დაცინეს პატიმრებს და გამოვიდნენ გარეთ და ჟორჟოლიანი და თუთბერიძე აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მაწამები პატიმრები, რომ ნახეს და ხმამაღლა განაცხადეს ღირსები არიანო... რასაც შემდეგ ნაწამები პატიმრების ოჯახის წევრებისგან აგრესია მოყვა....
ყველაზე დიდი მარაზმი ის, იყო როცა ვაიჟურნალისტმა მე ადვოკატს კითხვა რომ დამისვა თქვენ საქართველოს კანონით ახორციელებთ მათ დაცვას თუ პატიმრების კანონითო....
ბოროტება სხვა არაფერია თუ არა ეს სექტა ჯამში! ეს ის ხალხია პატიმრებს რომ აქამწბდნენ და მერე ამ წამების კადრებს უყურებდნენ დიდი სიამოვნებით! ვისაც წამებით ვერ ტეხდნენ, ოჯახის წევრებს აკვებდნენ და აიძულებდნენ საჩივრები გამოეტანათ!
აი ასეთი ქალის შვილი სხვანაირად როგორ უნდა აზროვნებდნეს თუ არა ისე, როგორც აზროვნებს?
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, როცა დედამისი აღტაცებული ამბობს, რომ ეხლა მათი შვილების, ანუ ბოროტების სექტის იდეოლოგიაზე აღზრდილი შვილებისაა თურმე მომავალი პოლიტიკა!
ჯვარი სწერია ქვეყანას, როდესმე კიდე დაუდგეს ის დრო რაც მათი მმართველობის დროს იყო! არამგონია ღვთისმშობელმა ასე გაიმეტოს ქვეყანა!
P.S. ქართულო ოცნებავ!
გამოაცხადე ეს პარტია დამნაშავე პარტიად, მათი მმართველობა კი ადამიანის უფლებების შემლახავ პერიოდად და აუკრძალეთ პოლიტიკაში არსებობა როგორც პარტიას, ისე 2003-2012წწ. ნაციონალური მოძრაობის ყველა იმდროინდელ ლიდერს, ვისაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი!
აღადგინეთ სამართალი, მხოლოდ ესაა ერთადერთი გზა ხალხმა, რომ გაპატიოთ უმოქმედო წლები!