12 ივლ 2019 12:06 344

„20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ვყოფილვართ“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაში არც ის და არც აშშ-ის საელჩოს სხვა წარმომადგენელი არ ყოფილა.


“20 ივნისს პარლამენტში, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ. ვიყავი ამერიკაში, ქალიშვილის ქორწილში. ელიზაბეთ რუდის თქმით, პარლამენტში საელჩოდან არავინ ყოფილა. არ იყავით მიწვეული პარლამენტში თუ მიგიწვიეს და არ წახვედით? როგორც ვიცი, არავინ ყოფილა იქ. არავინ ყოფილა დაპატიჟებული, მე კი ამერიკაში ვიყავი.”-განახადა ელიზაბეთ რუდმა.

×